Thursday, August 14, 2014

ქუთაისს

ქუთაისის ხედები,
ქუთაისის ხიდები,
ჯაჭვის ხიდი,
თეთრი ხიდი...

მონატრების ქარცეცხლი!
ქუთაისის სიამაყე
უძველესი ბაგრატი,
გელათი და მოწამეთა,
სათაფლიის ქვაბული...

ქუთაისის ია-ვარდი,
გაზაფხულის სურნელი,
ქუთათურთა სიმღერები
ისტორიულ ქალაქაზე.

ყველაფერი რაც ამ ქალაქს,
ამშვენებს და ალამაზებს,
არის ჩემი მონატრების
და ცრემლების მიზეზი.

ხ.მ.
06.05.2008 წ

Wednesday, August 13, 2014

უდაბნო

   გზას ნელა მივუყვები. წინ არაფერია, მხოლოდ გზა... მივდივარ, თუმცა გზა არ ილევა და ზოგჯერ ეკლები მიკაწრავენ ტერფებს....

   მივდივარ ვფიქრობ. გულს სევდა მოაწვება ხოლმე და თვალს კი ცრემლი მინამავს... ცრემლს ჩუმად ვიწმენდ, არ მინდა სხვამ შეამჩნიოს... გზა ისევ გრძელია და მეც მივუყვები, ისევ მარტო ... ირგვლივ უდაბნო... მწყურია .... მაგრამ წყალი არ არის... ვეძებ, თუმცა ვერ ვპოულობ... მგონი ვიპოვე, მირაჟი ყოფილა...

   უდაბნო, მზე და მე...

   ოცნებების ქარიშხალში გამხვია ქვიშამ...

   ჩამეძინა... ოცნებები ზმანებამ შთანთქა და ცაში ამიტაცა...

   ისევ მარტოვარ. დავხეტიალობ იქაც ვარსკვლავების ფარჩაზე...

   თენდება და სიზმარიც ქრება... გზას ისევ ვაგრძელებ, ისევ უდაბნო, მწყურია, ვეძებ...

   "ეძებე და იპოვი"...

    ვიპოვე ჩამშრალი ჭა, თანაც ღრმა... ჩავედი და დავიწყე ძებნა წყლის... წყალი ხან ამოჟონავდა, ხან კი ქრებოდა...

   მწყურია, თანაც ძალიან... თითქოს ვიპოვე, უნდა დავწაფებოდი, წყურვილი მომეკლა, მაგრამ წყალი კიც არის და კიც არ არის... წყურვილს კი ეს უფრო მიმძაფრებს, ხან ვჩიჩქნი, ხან დაღლილი მივანებებ თავს, თუმცა მწყურია... მოთმინებითა შენითა - გამახსენდა და ლოდინში დაქანცულს ჩამეძინა... უცებ ვიგრძენი თუ როგორ ეფლებოდა ჩემი ცხელი სხეული ცივ წყალში და შვება ვიგრძენი...

09.07.2007 წ

ჩემი დაქალები

   "უმეგობრო ადამიანი მარტოსული ხეაო" ბევრჯერ გამიგონია, მე მიხარია რომ "მარტოსულ ხეს" არ მივეკუთვნები და ჩემს ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომლესაც მეგობარს ვუწოდებ, ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, (შესაბამისად ისინიც ალბათ, აბა თუ არ გეკომფორტულება ადამიანთან ურთიერთობა ისე არც მეგობრობაა და არც სხვა არაფერი:)  ), ხო რას ვამბობდი? რას და იმას, რომ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მყავს გამორჩეული, განსაკუთრებული მეგობრები - ჩემი დაქალები და მინდა მათზე მოგიყვეთ ცოტა.

ბელა ბუნერიდი
- ერთმანეთი ქუთაისში 1994 წლის სექტემბერში პირველ კლასში გავიცანით და ჩვენი მეგობრობაც იქედან იწყება. (პ.ს. წელს 20 წლის იუბილე გვაქვს). მართალია პირველი ოთხი წელი აქტიურად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენი მშობლებიდან ვიცით, ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება გქვონდა, ვმეგობრობდით. თუმცა ჩვენი აქტიური დაქალობა მეხუთე კლასიდან დაიწყო და ასე გრძლედება და გაგრძედება დაუსრულებლად :)

ბელა არის მრავალმხრივ ნიჭიერი, განათლებული ადამიანი. ეხერხება კარგი წერა (თუმცა კარგახანია არ დაუწერია), შეუძლია მხატრვული კითხვა, მოკლედ უნიჭიერესია.

როგორც მეგობარი კი უერთგულესი, უთბილესი, ყურადღებიანი, მოგისმენს ბოლომდე, კარგ რჩევასაც მოგცემს, სიტყვები არ მეყოფა ბოლომდე რომ დავახასიათო :)

ბეკოსთან ბევრი მოგონებები მაკავშირებს, აი ძალიან ბევრი, იმედია სხვა დაქალები არ მიწყენენ ამას რომ ვამბობ :) მაგრამ ერთ ისტორიას მოვყვები მხოლოდ :) მახსოვს ერთხელ 2006 წლის, როგორც ქუთაისში ვიტყვით ხოლმე, გაგანია ზამთარია, თოვლი მეტრო ნახევარი (იმ წელს იმდენი მოთოვა მასე მერე აღარ მოუთოვია, ხანდახან შიგ და შიგ თუ წამოთოვს), ქალაქი პარალიზებული, ვერ მოძრაობს ტრანსპორტი, ხოდა ასეთ ამინდში ვიყავი ბეკოსთან. ვართ თბილად, ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ძველებს, ახლებს, ვაწყობთ მომავლის გეგმებს და უცებ კარზე ზარია. მოვიდა ერთი მეზობელი, ისევ გავაგრძელეთ საუბარი, ისევ ზარია. ახლა ორი მეზობელი მოვიდა, ფაქტიურად ოთახაში ვეღარ ვეტევით :) ისევ ისმის კარზე ზარი და იზა დეიდა ორ ბიჭს შემოუძღვა, როგორც მერე გაირკვა ბელას ერთი 10 წლის უნახავი მამიდაშვილი მოვიდა მის ძმაკაცთან ერთად :) ოთახში ისევ შევიწროვდით :) თან ციური ბებო მეუბნება (რა თქმა უნდა ხუმრობით) რა ფეხი გქონია შვილოო, სტუმარი სტუმარზე მომდისო :) მე ავიტუზე, ჩავიცვი ტანზე (ეს მე და ბეკომ მოვიფიქრეთ) ხოდა განვაცხადე მივდივარ, ეკოსთან უნდა დავრჩეთქო შევაწუხე ციური ბებოთქო :) თუმცა ბაჩუჩებმა გამცეს :) როგორც იქნა წავიდნენ სტუმრები, დავრჩით მარტო, მე და ბეკო მივუჯექით იზუკას გემრიელ ლიქიორს, რომელიც უფრო ტკბილი წვენია ვიდრე არყიანი ლიქიორი. როგორც კარგმა "მსმელმა და დამრტყმელმა" :) გოგოებმა უარი განვაცხადეთ 100 გრამიან ჭიქებზე და გადავედით ბოთლის თავსახურებზე :) რომ დავიწყეთ ტრადიციული სადღეგრძელოებიდან დავამთავრეთ ჩემი მობილურზე ჩამოსაკიდის დალოცვით :) მოკლედ კარგად გავერთეთ.

ეკო მეშველიანი -
ერთმანეთი 1995 წელს გავიცანით, ის მეორე კლასში გადმოვიდა ჩვენთან. თავიდან მხოლოდ ამხანაგები ვიყავით, თუმცა მაღალ კლასებში ნელნელა დავმეგობრდით და დავდაქალდით :) ეხლა უერთმანეთოდ თავი ვერ წარმოგვიდგნია :)

ეკო უნიჭიერესია, ვგიჟდები მის ნიჭიერებაზე და მის ყოვლისშემძლეობაზე. მას ყველაფერი კარგად გამოსდის და მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავ. მჯერა ის ძალიან მაღალ საფეხურებზე ავა.

ეკო როგორც მეგობარია ძალიან ჯიგარია, მხიარული, ერთგული, გამგებიანი.

ბევრი მოგონებებია მასთან. ბევრჯერ მახსოვს გვიან საღამოს, რომ მოსულა დასარჩენად :) ერთ ასეთ საღამოს სტუმრები გვყავდა, მამიკოს ღვინო ეკოს ძალიან მოეწონა და სადღაც 3-4 ჭიქა დალია, მას მერე მამიკო "ეკა ლოთს" ეძახის :) ნუ რა თქმა უნდა მოფერებით :)) ასევე მახსენდება, 23 წლის რო ვხდებოდი სიურპრიზის გაკეთება უნდოდათ დაქალოჩკებს, ეკო ვითომ აკოს სანახავად წავიდა, ამდროს კი ტორტი შემომიცუნცულა და ასე მომილოცეს დაბიდუბი :)) 

კიდე ის გამახსენდა, ეკოსთან მე და ჩვენი კლასელი გაგი ძლივს რომ ავედით ახალ წელს მე-7 სართულზე (ლიფტი კი მუშაობდა, მაგრამ შეგვეშინდა შუქი არ წასულიყო და ახალი წელი იქ არ გაგვეტარებინა :))  ) თან ჩემს ეკოს დაბადების დღე ჰქონდა და ბეწვის თოჯინა მიმქონდა (პ.ს. იმ დროს ძალიან მოდაში იყო), არ ვიცი ეხლა შენახული აქვს თუ არა :)

თეა დვალიშვილი -
თეა ჩვენს ჯგუფში მე-7 კლაში გადმოვიდა. ჩვენმა დამრიგებელმა მე და ბეკოს გვითხრა, ყურადღება მიაქციეთ ახალი მოსწავლეაო, ხოდა ავიღეთ ჩვენც პასუხისმგებლობა მასზე :) და დღემდე ვაქცევთ ყურადღებას, არ ვუშვებთ ჩვენი ბუდიდან :)

თეაკო უნიჭიერესი სტომატოლოგია, თავიდან ყბა-სახის ქირურგია უნდოდა, მაგრამ მჯერა მის ოცნებას აიხდენს:) ეხლა კი მინდა წარმატებული სტომატოლოგი გახდეს, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს. იმიტომ, რომ ნიჭიერია და თავის საქმის პროფესიონალი.

თეაკო კარგი მეგობარია, თუმცა შენ თუ არ უჯიკე შეიძლება ისე გავიდეს 1 წელი ვერ მოიცალოს შენთან მოსასვლელად :)) (პ.ს. ეხლა ამას რო წაიკითხავს მისებურად აწუწუნდება და იტყვის "არ არის გოგო ეგრეე:) "  აი, ყურებში მესმის მისი წიკწიკა ხმა :))

მოგონებები მასთანაც ბევრია, აბა დაქალი რის დაქალია მასთან მოგონება და ისტორიები არ გაკავშირებს :) კარგად მახსენდება, ჩემს დაბადების დღეზე რო ჩაირთო საღამოს 11 საათზე, ძლივს გამოვრთეთ დილის 6 საათზე, იმდენი იტიკტიკა :)), კი გვაინტერესებდა რასაც ყვებოდა, მაგრამ გაოცებულები ვიყავით, რომ ამდენი ლაპარაკი შეეძლო :)) თან ისე გემრიელად, რომ ჩვენ ალბათ წამიერად თუ შევაწყვეტინებდით რაღაც რჩევის გამო :))

ნათია ხელაძე -
ერთმანეთი კოლეჯში გავიცანით  2004 წელს. ჯგუფში ვიჯექით, როცა ორ ბიჭთან ერთად შემოვიდა, ბიჭებმა შუაში ჩაიჯინეს ნათია და დაიწყეს ლოდინი ლექტორის. ჩვენ ყველა გაოცებულები ვუყურებდით ამ ტრიოს, მერე გავიგეთ, რომ ეს ბიჭები ერთი ძმა ყოფილა, მეორე კი ნათესავი. ლექტორმა მე დამავალა ახალი სტუდენტებისთვის ყურადღების მიქცევა, ნათია ჩემთან გადმოვიჯინე გვერდით, თან კურსელების ზაფხულის ამბებს ვუყვებოდი ხოდა ნათია ჩუმად მათვალიერებდა :) სახლში, რომ მისულა ასე უთქვამს ერთი გოგოა კოლეჯშიი, იმდენი იტიკტიკა გადავირიეო :)) მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენი მამები წლების მეგობრები იყვნენ და ამ ყოველივემ უფრო გაამტკიცა ჩვენი მეგობრობა და აი, 10 წელი ხდება რაც უკვე ერთად ვართ :)

ჩემი ნათულიკა ძალიან ნიჭიერი გოგოა, მჯერა ის ბევრს მიაღწევს, ის ამას იმსახურებს.

ნათულიკა მაგარი მეგობარია, ერთგული, მხიარული, მოგისმენს, დაგამშვიდებს. მომენატარა მასთან დარჩენა და ღამეების თენება :)

ერთად იმდენი კარგი დრო გვაქვს გატარებულიიი, რა ჩამოთვლის :) ყველაზე კარგად ეხლა მახსენდება მე, თამუნამ და დათომ სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტეთ ნათიასთვის, დაბიდუბი უნდა მიგველოცა. ვიყიდეთ პატარა ტორტუკა, ქარვასლაში კიბეების ქვეში დავიმალეთ და ველოდებოდით ნათიას გამოჩენას, დათო კი ძლივს იკავებდა სიცილს :) ნათიამ გააღო თუ არა ბანკი, ჩვენც სანთელ ანთებული ტორტით შევცვივდით, ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი ისე გაუხარდააა :)
მერე საღამოს დაგვპატიჟა გამოდითო, ჩვენ რაღაცეები მოვიმიზეზეთ, ვერ გამოვალთქო :) არადა საღამოსაც სიურპრიზს ვუკეთებდით მთელი ოჯახი და სამეგობრო, ჩუმად უნდა დავხვედროდით სახლში და მიგველოცა დაბიდუბი :)) მოკლედ კარგი იყო :)

თამუნა ჩხობაძე -
ჩემი თამუნაი, ნათიასთან გავიცანი. მერე ნელნელა დავმეგობრდით, ეხლა კი ის ჩემი ყველაზე პატარა (ასაკით, თორე სიმაღლე იცოცხლე:) )  დაქალია. 

უნიჭიერესია, მჯერა ის, წარმატებული სტომატოლოგი გახდება (მოკლედ სიბერის აღარ მეშინია, სტომატოლოგი დაქალი ორი მყავს და უფასოდ გამიკეთებენ კბილებს :)) )

ჩემი თამუნაი, როცა მშობიარობა დამეწყო გვერდიდან არ მომცილებია, მთელი დღე ჩემთან ერთად იყო ის და ჩემი და. მახსოვს როგორ ეხვეწებოდნენ სესილის დროზე გამოდი, დაგვენახეო :)) მერე მთელი ღამე ჩაცმულს ძინებია, რა დროს დავურეკავდი მზად, რომ ყოფილიყო :) საკეისრო, რომ გადაწყდა დილიდანვე გამოვარდა ჩემთან, მამშვიდებდა "ოპერაციის ნუ გეშინიაო" :)

სხვა ტიპია, ემოციური მოლაპარაკე, გვერდით მდგომი, გულიანი.

ჩემი დაქალები ძალიან მიყვარს, შეიძლება რამოდენიმე დღე ისე გავიდეს ვერ შევხმიანდეთ, კვირა ისე გავიდეს, თვეც, რომ ერთმანეთი ვერ ვინახულოთ, (ზოგი ხომ თბილისში ცხოვრობს, მათ რიცხვს მალე თამუნაც მიემატება და დავრჩებით აქეთ მე და ნათია :) ) მაგრამ დაქალობა ეს ხომ ისაა, რასაც დრო ვერაფერს აკლებს? რა დროც არ უნდა გავიდეს, რომ ნახავ გგონია, რომ გუშინ ნახე ბოლოს :) ვერ გრძნობ ვაკუუმს, რომ მასზე რაღაც არ  იცი, რაღაც გამოგრჩა, იმიტომ რომ ის სხვა ქალაქშია,  ძველებურად დიდხანს ტიკტიკებ, ეხლა უკვე გარდასულ ძველ დროებს ვიხსენებთ, აწყმოს განვიხილავთ, მომავალს ფრთხილად ვეხებით :)
მიხარია და ვამაყობ ასეთი უჭკვიანესი სადაქალო, რომ მყავს, ასეთი ერთგულები, თბილები, ტკბილები... მხიარულები, რომ წყენა არ გვახსოვს არცერთს, ერთი ნაჩხუბარიც კი არ გვაქვს.  ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

მიყვარხართ ჩემო ჩიორებო...


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              

Monday, August 11, 2014

იესო

მოდიოდა, მოდიოდა მაღლით იესო,
თან მოჰქონდა უკვდავება დედამიწისო,
მოდიოდა და ზარს სცემდა სატანასო,
მისი ქვეყნის დამაქცევარსო!

მოდიოდა, მოდიოდა ღრუბლებს შორის,
ფერს კარგავდა მზე და მთვარე ცათაშორისო!
მუხლს იყრიდნენ მორწმუნენი,
გულმხურვალედ ლოცულობდნენ
და იწერდნენ პირჯვარსო!

ჟამი დგება განკითხვისო,
სულთა აღმაფრენისო,
მოწამეთა გადარჩენისო...

მოდიოდა, მოდიოდა მაღლით იესო,
აცილებდა მგალობელთა გუნდი
                                     ანგელოზებისო,
ღსრულდებოდა წინასწარმეტყველება
                                   სახარებისო.

მოდიოდა, მოდიოდა მაღლით იესო,
ღირსეულთა უკვდავსაყოფელადო!

24.03.08