Monday, December 29, 2014

ჩემი გატაცება - ჩემი სუვენირები

და
შეპირებული ბლოგ-პოსტი

ჩვენს ოფისში სიწყნარე იყო. მე რაღაც ჩემთვის საინტერესოს ვკიტხულობდი, რომ უცებ ირო მომიბრუნდა და მეუბნება:
-ხატიი, ნახეე. თინის რა კარგი პოსტი დაუწერია მის შარფებზე -და ორივემ დავიწყეთ მისი თვალიერება და ვიყავით აღფრთოვანებულები.
ამის შემდგე გაჩნდა იდეა, რომ ირო დაპოსტავდა მის საყვარელ აქსექსუარზე - საყურეებზე.
თინის და იროს პოსტების შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მეც გამეზიარებინა ჩემი გატაცების, ჰობის შესახებ და ესენია პატარა ზომის სუვნირები :)

     ეს პირველი სუვენირია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს კოლექციას. მახსოვს 9 კლაისის გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მე და დედამ ე.წ. "პაძემკაში" გავისეირნეთ და სუვენირების მაღაზიაში შევედით, სადაც დედიკომ მიყიდა ეს პატარა ფაიფურის ტუფლები :) მერე მას მოჰყვა სხვა დანარჩენი: ჩაიდანი, სარძევე, საშაქრე, გულები და ა.შ.

დედიკოს ნაჩუქარი "რუფინუ" და სტუდენტობისას შეძენილი სვანის ქუდი:


იტალიიდან გამოგზვანილი ირმა ნათლიას საჩუქარი:

ასევე იტალიიდან კვატების ოჯახი
     იტალიიდან მთელი რუდუნებით ჩემამდე მოტანილი იაპონელი კაცუნები, რომლებიც სათითაოდ იყო შეფუთული და ირმა ნათლიას მიერ ყველა იყო გაფრთხილებული, რომ ფრთხილად მოეტანათ ჩემამდე. როდესაც ირმა ნათლიას დამ გადმომცა ყუთი და გავხსენი, გადაირია :) ამის გამო ატყდა ამდენი ამბებიო? :)

    სამწუხაროდ, ფოტო არ დამრჩა იმ ორი კანადური ბურთის, რომელიც რაღაც მისტიურ კავშირშია თითქოს ჩემს სიყვარულთან :) მახსოვს მე და ჩემი მეუღლე (მაშინ თაყვანისმცემელი:) ) ერთად მოვდიოდით, ის კიდე ამ ორ ბურთულას ათამაშებდა, მე მომეწონა რადგან ორივე ლამაზ ჟღერადობას გამოსცემდა. დამშვიდობებისას მითხრა:
-აი, აიღე ორივეს გჩუქნი...
მე ერთი ავიღე, მეორე კი დავუბრუნე და ვუთხარი:
-თუ ოდესმე ერთად ვიქნებით მაშინ შევაერთოთ, ერთი შენ გქონდეს და მეორე მე - და დავემშვიდოებე :) მერე მეუბნებოდა მაგ სიტყვებმა ძალიან დიდი  სტიმული მომცაო :) სამწუხაროდ, ვერცერთი გავუფრთხილდით ჩვენს ბურთებს ორივე ჩვენმა დისშვილ-ძმისშვილმა გაგვიტეხეს :) 

ჩემი კოლექცია ძირითადად მეგობრების მიერ ნაჩუქარი სუვენირბითაა შევსებული, მაგრამ აქტიურად პაწუკა სუვენირებით ჩემი მამიკო მანებივრებს :) თუ სადმე ნახა, ან გაიგო ვინმეს აქვს პაწუა სუვენირები ყველაფერს მიზიდავს და მიგროვებს :)

ჩემი კოლექცია ჩემს ქორწილზე ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოხვდა :)

შოტლანდიიდან და ირლანდიიდან ჩამოტანილი თეოს ნაჩუქარი სუვენირები
მამიკოს ნაჩუქარია წინ რომ გოგო ზის წიგნით ხელში, შენ ხარ მუდამ ასეო :)
ბალერინა გოგოები კი თეაკომ და ბეკომ მაჩუქეს ღრმა ბავშვობაში :)
 ფეხსაცმელების გამოფენა :)

ნათულიკას ნაჩუქარი ცხვარუკა :)
ირმუშკა დეიდას ნაჩუქარი ზღარბი :)
ჩემი პატარა ლამპა :)
ირმა ნათლიას მიერ სათუთად ჩამოტანილი ფაიფურსი მინიატურა ზარდახშები იტალიიდან:
მამიკოს ნაჩუქარი კოლექცია, მისი მეგობრების მიერ გაკეთებული:
 ჩემი მირზუკას და ნინო დეიდას ნაჩუქარი პატარა წიგნები:
 
სულ ბოლო სუვენირი, ნიღაბი, ამერიკიდან, ნინო დეიდამ გამომიგზავნა:
ყველა ერთად, თუმცა ჩემი პატარა შვილის გამო ყუთებშია სხვა დანარჩენი შენახული, ამიტომ სრულად ვერ წარმოვადგინე ჩემი საყვარელი სუვანირები :)



Tuesday, December 23, 2014

ცრემლები



ცრემლები
ცრემლები ბევრ რამეს ამბობენ,
ცრემლები ბევრ რამეს ფარავენ,
ცრემლები სიხარულს ხატავენ,
ცრემლები სევდას განდობენ,
ცრემლები ტკივილს გპარავენ,
ცრემლები შვებას გჩუქნიან,
ცრემლები ცრემლები ჩვენს
ფიქრებს გამოხატავენ !!!




Tuesday, December 16, 2014

ავთო (ტატუნა) ჩვენი ტკივილი...




დღეს 17 დეკემბერია, წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, იგივე ბარბარობა...

ეს დღე ძალიან გიყვარდა, ამბობდი დღეს, რომ დავბადებულიყავი რა კარგი იქნებოდაო და მუდამ ამ დღეს, ერთი დღით ადრე აღნიშნავდი იუბილეს. მე ეს ეხლა გავიგე, რადგან ვიცოდი, რომ 17 დეკემბერს იყავი დაბადებული, არადა თურმე 18 დეკემბერს გაქვს დაბადების დღეს. მაგრამ, რადგან ეს შენი საყვარელი დღე და რიცხვი იყო, ამიტომ დღეს გილოცავ, ჩემო კარგო, დაბადების დღეს, 32 წლის გახდებოდი... 

უამრავი ოცნება გქონდა, აუხდენელი დაგრჩა... 

არ დაგცალდა, არ გამოვიდა, უფალმა ასე ინება... 

ვზივარ, ვწერ და მთელი ბავშვობა წინ მიდგება, ერთად გატარებული, ბევრი რამ ერთად გადახდენლი...

ყველა ტატუნას გეძახდა, სიმართლე გითხრა არ ვიცი რატომ... შენც იშვიათად ამბობდი, რომ ავთო გერქვა... მახსოვს უკვე სიყმაწვილის პერიოდში გოგოები „ტატოს“ გეძახდნენ, შენც იფერებდი. ბევრი გოგო გირეკავდა სახლში (მაშინ მობილურები ასე მასიურად არ იყო). ერთი ასეთი დარეკვის დროს გოგომ იკითხა:
-ტატო მინდოდაო...
მე დათო გავიგონე და მეზობელ დათოსთან გავარდი, ვიღაც გოგო გირეკავსთქო. ის დაბნეული გამომყვა „ვინ უნდა იყოს ნეტაო?“.  თურმე მე გავიგონე არასწორად და შენ გირეკავდნენ... სამწუხაროდ, არც დათო აღარ არის დღეს ცოცხალი, ის 29 ნოემბერს 33 წლის გახდებოდა... დათო პირველი ადამიანი იყო, ვისი გარდაცვალებაც მთელი გულით შევიგრძენი და მას მერე შემძულდა ქართული ქელეხი... არც შენს გასვენებაში მოვსულვარ...
მინდოდა ისეთი ყოფილიყავი ჩემს მახსოვრობაში, როგორიც 2 წლის წინ გნახე 2012 წლის ნოემბერში... როგორი ბედნიერი იყავი, რა მაგარია პარკეტზე ვდგავარ, მომენატრა პარკეტზე დგომაო და ფეხშველა დადიოდი. დედიკოს ეუბენოდი შენი გაკეთებული საჭმელები მენატრებოდაო და ცდილობდი ყველაფერი ერთად გაგესინჯა, თან სალომეს ეუბნებოდი ხომ ვიყავი მართალი ბიცოლას საჭმელებზე, რომ გიყვებოდიო?
ტკივილს არ იმჩნევდი, არადა გტკიოდა...
ბოლოს წასვლისას, რომ მელაპარაკე მითხრი „ შენი პატარა რომ დაიბადება აუცილებლად ჩამოვალო“... ვეღარ ჩამოხვედი...
სესილია, რომ სკაიპში დაგანახე ძალიან გაგიხარდა, იმედი გქონდა, რომ აგვისტოში ჩამოხვიდოდი და გულში ჩაიკრავდი... იმედი, იმედი ბოლო წამამდე გქონდა...
ნატრობდი ფეხშიშველა გაგევლო შენს ეზოში ცვრიან მინდორზე, ბევრ რამეს ნატრობდი... ვწერ და ვტირი, ხო ვტირი, მაგიჟებს ის ყველა სიტყვა, ოცნება რომელიც აუხდენელი დაგრჩა...
იმ დილით მოცელილმა გავიღვიძე, სასტიკად მტკიოდა სხეული, ისე ცუდად ვიყავი მიკვირდა, წუხელ სესილოს კარგად ეძინა და მე რა დამემართათქო?
სამსახურში, დამირეკეს „ავთო აღარ გვყავსო“... 2013 წლის 8 ივლისი იყო...
ვიცოდი, ვიცოდი, რომ ძალიან მძიმედ იყავი, მაგრამ შენსავით და ბევრი შენი საყვარელი ადამიანივით მეც მჯეროდა, რომ მაგ სენს დაძლევდი და ჩვენთან იქნებოდი, შენს ცოლთან და პატარა შვილთან ერთად...
მამიკოს ეუბნებოდი : „სიცოცხლე მინდა, ყველაფერს გავყიდი, ოღონდა სიცოცხლე შევინარჩუნო და მერე ამაზე მეტს შევიძენო, ოღონდ სიცოცხლე მინდა, რა მწარე ყოფილა სიცოცხლის სურვილიო“...
ამ სიტყვების მერე მამიკოს უჭირდა შენთან ლაპარაკი, უჭირდა შენი ყურება თუ როგორ თვალსადახელშუა დნებოდი, თუ გელაპარაკებოდა ეკრანს არ უყურებდა, თავი მტკივაო ამბობდა და თავდახრილი იყო სულ... თავი არა, მაგრამ გული ძალიან ტკიოდა... შენ ხომ მისი პირველი ძმისშვილი იყავი, პირველი ადამაინი, რომელმაც მას ბიძა დაუძახა, სიყვარული ასწავლა მისი დედმამიშვილების შვილების მიმართ...
ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ უფალი გვაძლებინებს... შენ ხომ ტარიელი (ტატო) დაგვიტოვე, მისი არსებობა  და მისი  სიყვარული გვიმსუბუქებს შედარებით შენს არ ყოფნას.

გილოცავ ჩემო ბიძაშვილო, დაე, მანდ იყო ბედნიერი...

ჩვენ ხომ ყველანი ისევ შევხდებით ერთმანეთს, იმიერში...


Friday, December 12, 2014

მარტოხელა დედა გმირი თუ?

ერთი ისტორია მომიყვა ჩემმა ახლობელმა, გავოცდი, ამეტირა...
ერთ გოგოს შვილის აყვანა სურდა, შვილის აყვანის რიგშიც იდგა, თავის რიგს ელოდა მოთმინებით, თუმცა სხვა ძალებსაც არ იშურებდა...
დაურეკეს და უთხრეს, ერთი გოგო საკუთარ შვილზე უარს ამბობდა, რადგან არავინ იცოდა შვილს, რომ ელოდებოდა და ეშინოდა ოჯახს არ გაერიყა, ამიტომ საკუთარ შვილზე ამბობდა უარს...
რა თქმა უნდა, წამოიყვანა... ძლივს დააშორა დედა-შვილი ერთმანეთს... არასდროს ამოუვა მას ეს სცენა თვალებიდან, ისევე როგორც დედა ვერ დაივიწყებს შვილს, რომელიც "ხალხი რას იტყვის" გამო "გაწირა, შეელია"... ვერ აღმოჩნდა ძლიერი, რომ ყოფილიყო "მარტოხელა დედა"...

მარტოხელა დედობა დღეს საქართველოში ძალიან ძნელია...ალბათ იტყვით რატომო? რატომ? აა, ალბათ თქვენ ვერ გამიგეთ, მარტოხელა დედაში მე ვგულისხმობ იმ გმირ დედებს, რომლებმაც არ მიაქციეს არავის ყურადღება და შვილები გააჩინეს, რის გამოც ისინი გარიყა ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და მოკლედ ყველამ... მათ უწევთ თავშესაფრებში ცხოვრება და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არიან...

და რისთვის ასეთი გარიყვა? იმიტომ რომ მან ქმრის გარეშე შვილი გააჩინა? ახალი სიცოცხლე მოავლინა? რატომ ასეთი უგულობა? იმიტომ, რომ შეგარცხვინა, ცუდად მოიქცა? ოჯახს სახელი გაუტეხა? მოიცათ და რატომ შეაგრცხვინათ? რატომ გაგიტეხათ სახელი? იმიტომ, რომ შვილი გააჩინა? აბა აბორტი ჯობდა? შვილის მკვლელობა? სამწუხაროდ, გამიგია შემთხვევები, როდესაც დედებს მიჰყავთ შვილები აბორტის გასაკეთებლად, ანუ ისინი კლავენ თავიანთ შვილიშვილებს, ცხოვრებას უმახინჯებენ საკუთარ შვილს და ამის მერე უკვირთ რატომ არ არიან ბედნიერები?! ბედნიერება სხვის უბედურებაზე, მითუმეტეს შვილის და შვილიშვილის გაუბედურებით, არ შენდება... ხო ძნელია, გაიზარო, გაიზრო, რომ შენი შვილი შვილს "ისე აჩენს" (როგორც ხალხი ამბობს), მაგრამ მერე რაა? მიიღე, შეიყვარე, ნუ აყვები სხვების აზრს და იყავი ბედნიერი შენი შვილის ბედნიერებით თუ მას უნდა, რომ ჰყავდეს შვილი...

არა, არა, გამეცინა ეხლა, ოღონდ სიმწირსგან, რატომ? ხო, გამახსენდა, როცა შვილი ვინმეს, გალახავს, მოკლავს, გააუბედურებს და ა.შ. (ვითომ ეს არ არის ოჯახის სახელის გატეხვა, შერცხვენა...) საუკეთესო ადვოკატებს დაუქირავებთ, სასამართლოები გულშემატკივრებით გაივსება... ატირებული ეკლესიაში გაიქცევი, ცრემლებად დაიღვრები დედა ღვთისას ხატის წინაშე, ყველაფერს იზამ, რომ შვილი გარეთ გამოუშვან, ციხეში არ ჩასვან, სასჯელი შეუმსუბუქდეს და ისეთ შვილს, რომელიც შვილს გააჩენს, რომელიც ახალ სიცოცხლეს, სუნთქვას მოავლენს ამქყვეყნად, ზურგს აქცევ, გარიყავ, არ მოიკითხავ... 

რატომ, რატომ ხდება ასე? ნუთუ ასე დავბრმავდით? ასე დაგვეხშო გულის კარები? ასე დავშორდით უფალს? როცა ერთს მოიძულებ, მაშინ მეორეს როგორ შეიყვარებ? თუ სიძულვილი შეგიძლია, თან ისეთი, რომ შვილს მოიძულებ შვილიშვილის გამო, მაშ შენ არ შეგძლებია არც არავის სიყვარული, არც მეუღლის, არც შვილის და შესაბამისად არც არავის...

Thursday, December 11, 2014

ცუდიხარ



ცუდიხარ
ცრემლები ფარავენ თვალებს,
ფიქრები სერავენ ტალღებს,
ცუდიხარ, ცუდიხარ, ჩურჩულებს ვიღაც,
და ამდენ ჩურჩულს მე ვეღარ ვიტან.
ცდილობ კარგი ქნა, თესო სიკეთე...
მაგრამ ამაოდ, მაინც ცუდიხარ...
მიდიხარ, მიდიხარ, მიაპობ ქუჩებს,
მე ვეღარ გავუძლებ ამდენ მუშტებს.
სიყვარულს თესავ, სიძულვილს იმკი...
 და მეკითხები რად განმიკითხავ?
არ განგიკითხავ, უბრალოდ მითხარ:
სიძულვილს რატომ მარგუნებ წილად?
ისევ სიჩუმე, ისევ ჩურჩული:
ცუდიხარ, ცუდიხარ!
მერე მიდიხარ, მიდიხარ
და არ ბრუნდები....


19.03.2010

Tuesday, December 9, 2014

სირაქლემის რეფლექსი



სირაქლემის რეფლექსი
ძნელია, როცა ვინმეს ეუბნები და უმტკიცებ, რომ ბედნიერებას უბედურება სჯობს, რატომ? იმიტომ რომ როცა უბედური ხარ არავის შურს შენი... სუსტი არგუმენტია ფაქტის დასადასტურებლად, მაგრამ თუ ეს არგუმენტი გაჭრის, მერე შინაგანი ჩუმი საფიქრალი გტანჯავს თუ რა უსუსურები ვართ ადამიანები. ვიჯერებთ აბსურდულ განმარტებებს და ამით ვიმშვიდებთ თავს, გულს, ფიქრებს და მოგვწონს „სირაქლემის როლში“ ყოფნა... ისე ეს კარგი რამ ვისწავლეთ, თორე ალბათ ყველაფერი ისე, რომ მივიღოთ რაც სინამდვილეშია წამითაც ვერ გაძლებდა ჩვენი გული...
ეს უფალმა იცის, იცის თუ რამდენი, როგორი სახის განსაცდელისა თუ სიხარულის დატევება შეგვიძლია და ისე გვივლენს...
ხანდახან მეც მინდა - „სირაქლემის როლი“ მოვირგო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის, ალბათ ჩემზე მოწეული განსაცდელების გადატანა ძალმიძმს, შემიძლია გავუძლო თითოეულ დარტყმას და ამიტომაც არ გამომიმუშავდა „სირაქლემის რეფლექსი“... არადა, მე მთელი მონდომებით ვცდილობ სხვებს გამოვამუშავებინო „სირაქლემის რეფლექსი“, ხანდახან გამომდის კიდეც... :)