Friday, March 13, 2015

არა - ერთფეროვნებას, მასიურობას !

როგორც იქნა, მოაღწია სამარშუტო ტრანსპორტმა, ცოტა ხალხი იყო და ფანჯრის მხარეზე დავჯექი, მიყვარს ფიქრი და გარე ხედების ყურება, ჩქარა, რომ გარბის შენობები, ხეები, ადამიანები :)
შემდეგ გაჩერებაზე მარშუტში გოგო-ბიჭი ამოვიდა. ბიჭს გრძელი წვერები ჰქონდა, თმებიც მოშვებული გრძლად. ქუთაისელები იყვნენ, მაგრამ კილო უფრო თბილისურ სტილზე ჰქონდათ. ქუთაისზე და მის ერთფეროვნებაზე საუბრობდნენ... ბიჭი იქვე წინ ჩაუცუცქდა გოგონას, საინტერესეოდ მსჯელობდნენ სტანდარტებზე, ჩარჩოებზე, ერთფეროვნებაზე, საერთო მსგავს ჩაცმულობაზე, მაკიაჟზე, მარიაჟზე, რომ ყველას უნივერსიტეტში ერთნაირად აცვიათ, დაკარგულია ინდივიდუალიზმი და ახალგაზრდები ერთფეროვნებაში არიან, კარგავენ საკუთარ პირად მეს, რომ ამ გოგომ ამ ყველაფრის პროტესტის ნიშნად გრძელი თმები ძაააააალინ წითლად შეიღება...
რომ მედია მართვადია, ხოლო სოციალური ქსელები არა, ამიტომაც ძალადობაზე ინფორმაციები იოლად ვრცელდება, ახალი თაობა კი ამ ძალადობას ეჩვევა და ეს ცუდია... მათ ვუსმენდი და მომწონდა მათი აზროვნება, რადგან მეც არ მომწონს ინდივიდუალიზმი, რომ იკარგება... ჩუმად ვაკვირდებოდი სხვების რეაქციას, ჩუმად უყურებდნენ მათ და თავებს აქნევდნენ "რა თაობა მოდის" - აი ამ ფიქრებით :) თან ბიჭს ფეხე ჰქონდა გახდილი ბუგები, ხელში ეკავა  და ფეხშველა იყო ... :)
ხნიერი მამაკაცი ამოვიდა და ეს რო დაინახა, ცხვირი აიბზუა, რაღაც ჩაიბურტყინა, მე კიდე გამეღიმა :)
როცა ეს ბიჭი და გოგო ჩავიდა, ბიჭმა ფეხზე ჩაცმა დაიწყო, მათ კი მთელი მარშუტი მწველი თვალებით უცქერდათ, ალბათ რას არ ფიქრობდნენ, მე კი ძალიან კმაყოფილი ვიყავი მათი ასეთი კრეატიული აზროვნებით, უცებ ისინი ჯინსების თაობას მივამგვანე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დახურული სივრცის გარღვევას ცდილობდნენ და გამოუვიდათ კიდეც... ასეთი "განსხვავებული მოაზროვნენი"  კი ცდილობენ ქართული რეალობის გარღვევას, რომელიც მხოლოდ სხვების გაქილიკებას, განსჯას, ცილისწამებას და ასეთ რამეებს ემსახურება უფრო მეტად ვიდრე თავისი ქვეყნისა და ოჯახის წინსვლასა და წარმატებას. მე ვფიქრობ თუ ყველა ეცდება, რომ სხვების ქილიკს თავი ანებოს და მის საქმეს კეთილსინდისიერად მიხედოს, იმუშაოს, არ ითაკილოს და ა.შ. მაშინ საქართველოსაც ეშველება. ხო, მერე რა თუ იმ ბიჭა ფეხზე გაიძრო და ფეხშველა იყო? მერე რა თუ ვიღაცამ თმა მწვანედ შეიღება? ან თუნდაც სამარშუტო ტრანსპორტში სკამი არ დაუთმო არავის? მოდი რაა, სხვის ლანძღვას სჯობია შენს გულში ჩაიხედო, შეიყვარო ყველა და უფრო მარტივად შეხედო ცხოვრების რიტმს, რომელიც ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სხვების ლანძღვას, ქილიკს, შურს, ცილისწამებას შეალიო... არ სჯობს ჰარმონაი? სიყვარული? იცხოვორს ყველამ ისე როგორც უნდა, უფალმა ხომ თავისუფალი ნება მოგვცა? ავირჩიოთ კარგი, სიყვარულით სავსე გზა, რომელიც ჩვენთვისაც კარგია და უფალთანაც მიგვიყვანს...

უფალს ებარებოდეთ...

Monday, March 9, 2015

"13" რიცხვი თარსია?

      
 
         ამბობენ, რომ 13 რიცხვი თარსია... მაგრამ მე არ მჯერა :) 13 რიცხვი ჩემი საყვარელი ციფრია და ვერ წარმომიდგენია, რომ თარსია, თუ ვინმე გავგიე 13 რიცხვშია დაბადებული ყველა ჩემიანი მგონია :) 
        მე, 13 მაისს 3 კვირით ადრე მოვევლინე ქვეყნიერებას :) ამიტომ მაისი და რიცხვი 13 ჩემთვის ბევრს ნიშნავს, თანაც რომ დავიბადე დედაჩემი მე-13 პალატაში იწვა სადაც 13  ქალი იწვა, ჩემი მეტრიკის ნომერიც 13-ით იწყებოდა, შესაბამისად მე "13" ვარ :) თუმცა თარსი არ ვარ :) 
      მახსოვს 13 წლის, რომ გავხდი ბიძაჩემმა ჩემი დაბადების დღის სადღეგრძელოს დროს თქვა " მართალია, 13 რიცხვი თარსია, მაგრამ შენ ბედნიერი ქალი ყოფილიყავიო". მაშინ ცუდად მომხვდა ყურში, მაგრამ რადგან ბავშვები ვერთობოდით გადამავიწყდა :) მერე კი ერთ დღეს დავფიქრდი და გავბრაზდი ბავშვურად :) რადგან 13 რიცხვში დავიბადე ამან შეიძლება რამე როლი ითამაშოს ჩემს ცხოვრებაზე? მოკლედ, ბევრს ვფიქრობდი და ვეძიებოდი და მივხდი, რომ 13 რიცხვი სულაც არ არის თარსი: გავიხსენოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მის 12 მოციქული, სულ 13; ასევე 13 ასურელი მამა. 
     პირიქით 13 ჩემთვის ბედნიერი რიცხვიაო ამბობს მამაჩემი, ამ დღეს ჩემი პირველი შვილი დაიბადაო და სადაც შეიძლება 13 რიცხვი გაურიოს, გარეულია :) პარადოქსია თითქოს, მაგრამ ჩემი გოგონაც 13 რიცხვში, ოღონდ 2013 წლის მაისშია დაბადებული :) თუმცა საკმაოდ მძიმე და მტკივნეული წელი გვქონდა 2013 წელი, ბევრმა საყვარელმა ადამიანმა დაგვტოვა უდროოდ, ისევ ჩემმა გოგომ გაგვაძლებინა...
    საერთოდ დათარსვის არ მჯერა, მგონია ეს ადამიანების გამოგონილია, მათი ფსიქოლოგიაა. მაგალითად: როცა თბილისში ვსწავლობდი, ყოველ დილით გამოცდის დღეს კარებთან შავი კატა მხვდებოდა, ყოველთვის წარმატებით ვაბარებდი :) რისიც გჯერა ის აუცილებლად მოხდება, თუ მას წინაპრებიც გიდასტურებენ :)

       ყველას ბედნიერ კვირას გისურვებთ, იფიქრეთ დადებითზე და არა დათარსვაზე ;)