Tuesday, June 24, 2014

ბედნიერება

საერთოდ ბედნიერება ძალიან საზოგადო და ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვაა. ადამიანი სრულყოფილი ბედნიერი ალბათ ვერასოდეს იქნება, რადგან ამქვეყნად სრულყოფილება ხომ არ რასებობს? მაგრამ ბედნიერებაა როცა შვილი გყავს, ბედნიერბაა როცა ოჯახი გაქვს როცა გიყვარს უყვარხარ და მრავალი სხვა, მაგრამ არის სხვა პრობლემებიც რაც ამ ბედნიერებას სრულყოფილების საშუალებას არ აძლევს, თუნდაც საყოფაცხოვრებო.

ბევრჯერ გამიგია უთქვამთ, "მაგას რა უჭირს იტალიაში თუ არისო", არადა ზუსტად მას უჭირს, ტკივა და განიცდის ძალიან ბევრ რამეს. ის ბედნიერია იმითი, რომ მის ოჯახს და შვილებს არაფერია აკლია, მაგრამ უბედურია იმიტომ რომ ენატრება შვილები, ვერ ერთვება აქტიურად მათ აღზრდაში, სკაიპით უყურებს შვილის ბედნიერებას, შვილიშვილის დაბადების დღეს და ა.შ.

ამიტომაც ვთვლი, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს.

მაგრამ მიხარია, როდესაც ვხედავ 100%-დან 90%-ით ბედნიერ ადამიანებს. ეს ხომ ძალიან მაგარია? მინდა რომ ყველა ეგრე იყოს ბედნიერი და ლაღი...

წუთისოფლის ხვედრი

ხშირად ახსენებ სიტყვა "მკიდიას",
თითქოს ეს ცხოვრება ცალფეხზე გკიდია?!
ხო, ეს ცხოვრება , მართლაც, ბინდისფერია,
თუმცა სხივებიც გამოკრთებიან?!
არ "დაიგრუზო" როცა გჩაგრავენ,
ეს ცხოვრება ხომ გრძელი კიბეა?
დღეს დაგჩაგრავენს, ხვალ გაგაკერპებენ!
ამიტომ სჯობს,
წადი, იარე, თესე სიკეთე,
ნუ გაუხსენებ ხალხს: თუ რა უკეთე.
ნუ დაელოდები სიკეთის ნაყოფ,
ის თვითონ მოგძებნის, თუნდაც სხვაგან მყოფს.
ცხოვრება ძნელია, ცხოვრება რთულია.
ის საცდურებით დახლართულია.
შენ ეძებ გზას, შენ ეძებ ხსნას,
ამ საცდურებში არ იცი რა ქნა?
მიჰყევი ხმას, სინდისის ხმას
და ის გჩვენებს ხსნის გზას...
და ის მიგიყვანს უფლის სახლთან,
სადაც ისწავლი სულის წრთას
და ჩაწვდები ჩვენი აქ ყოფნის არსს...

                                    ავტორი: ხატია მაღლაფერიძე

როცა მოვკვდები....

როცა მოვკვდები, არ დამიტირო...
როცა მოვკვდები, უნდა იმღერო...
როცა მოვკვდები გაუშვი მტრედი,
                                დაე, იფრინონ...
როცა მოვკვდები ძაძა არ იცვა,
მე არ მიყვარდა შავით მოსილი,
                                ვითომ მტირალი...
როცა მოვკვდები, არ დამივიწყო,
მიხაკით მორთე საფლავი ჩემი,
როცა მოვკდვები არ დამიტირო,
გაუშვი მტრედი, დაე, იფრინონ...