Wednesday, August 13, 2014

უდაბნო

   გზას ნელა მივუყვები. წინ არაფერია, მხოლოდ გზა... მივდივარ, თუმცა გზა არ ილევა და ზოგჯერ ეკლები მიკაწრავენ ტერფებს....

   მივდივარ ვფიქრობ. გულს სევდა მოაწვება ხოლმე და თვალს კი ცრემლი მინამავს... ცრემლს ჩუმად ვიწმენდ, არ მინდა სხვამ შეამჩნიოს... გზა ისევ გრძელია და მეც მივუყვები, ისევ მარტო ... ირგვლივ უდაბნო... მწყურია .... მაგრამ წყალი არ არის... ვეძებ, თუმცა ვერ ვპოულობ... მგონი ვიპოვე, მირაჟი ყოფილა...

   უდაბნო, მზე და მე...

   ოცნებების ქარიშხალში გამხვია ქვიშამ...

   ჩამეძინა... ოცნებები ზმანებამ შთანთქა და ცაში ამიტაცა...

   ისევ მარტოვარ. დავხეტიალობ იქაც ვარსკვლავების ფარჩაზე...

   თენდება და სიზმარიც ქრება... გზას ისევ ვაგრძელებ, ისევ უდაბნო, მწყურია, ვეძებ...

   "ეძებე და იპოვი"...

    ვიპოვე ჩამშრალი ჭა, თანაც ღრმა... ჩავედი და დავიწყე ძებნა წყლის... წყალი ხან ამოჟონავდა, ხან კი ქრებოდა...

   მწყურია, თანაც ძალიან... თითქოს ვიპოვე, უნდა დავწაფებოდი, წყურვილი მომეკლა, მაგრამ წყალი კიც არის და კიც არ არის... წყურვილს კი ეს უფრო მიმძაფრებს, ხან ვჩიჩქნი, ხან დაღლილი მივანებებ თავს, თუმცა მწყურია... მოთმინებითა შენითა - გამახსენდა და ლოდინში დაქანცულს ჩამეძინა... უცებ ვიგრძენი თუ როგორ ეფლებოდა ჩემი ცხელი სხეული ცივ წყალში და შვება ვიგრძენი...

09.07.2007 წ

No comments:

Post a Comment