Sunday, January 10, 2016

შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში...

შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
ფოთოლცვენა დაწყებულა სულში...
ნეტავ რატომ, ნეტავ რისთვის?
დაიბუდა სევდამ გულში?
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
ცრემლები არ მიშრებოდა გუშინ...
სიმარტოვემ დაიბუდა სულში,
ზამთრის სუსხიც იგრძნობოდა გუშინ...
ფოთოლცვენა დაწყებულა ყველგან,
ფარფატებენ შემოდგომის ქარში...
სიცივემაც დაიბუდა სახლში...
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
იარები ჩარჩენილან სულში...
შემოდგომის გარდასულო წლებო,
დამიბრუნეთ გაზაფხული ჩემი...
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
სიმარტოვემ დაიბუდა სულში...


ჩემი დილის ფიქრებში დაბადებული ლექსი :)

Friday, January 8, 2016

ფიქრები...

ფიქრები ჩვენი განუყოფელი ნაწილია.. ვფიქრობთ, ვფიქრობთმ ხან სულაც არ ვფიქრობთ :) ისე არ ვიც რა ჯობია ბევრი ფიქრი თუ უცებ მიღებული გადაწყვეტილება? ხანდახან იმდენად გატკენას თავს ფიქრები, რომ თავზე ბალიშს დაიფარებ და თავს აიძულებ, რომ არ იფიქრო, გინდა ტვინმა, გონებამ დაისვენოს... მაგრამ რა რთულია არა ფიქრების შეჩერაბა? ბევრჯერ მიცდია, რომ არ მეფიქრა, მაგრამ მერე იმაზე მეფიქრება, რომ არ ვფიქრობ :) ისე მიყვარს ფიქრები, როდესაც ძილი გამიტყდება ვფიქრობ და ვფიქრობ ხან წარსულზე, ხან მომავალზე, ამ ბოლო დროს ღამის ფიქრები მენატრება, აი ძილის წინ რომ იცის აკვიატება :) რატომ მენატრება? გადაქანცულს ისე ჩამეძინება ჩემს შვილთან ჩახუტებულს, ფიქრს ვეღარ ვასწრებ... არადა დრო იყო ფიქრებში ბევრი ჩემი ლექსი თუ ნოველის დიალოგი იბადებოდა :) ამიტომაც მენატრება ჩემი ფიქრები ანუ წერა მენატრება, რისი დროც ნაკლებად მრჩება ამ ბოლო დროს და გული მეთანაღრება... როცა ვწერ სითბოთი ვივსები, სხვა სამყაროში გადავდივარ, სხვა რეალობაში, ხან კარგში ხან კიდევ ცუდში :) აი, ისეთში მე რომ თავზე არ გადამხდენია და მიფიქრია ასე, რომ ყოფილიყო მე როგორ მოვიქცეოდი :)

კარგი იქნებოდა ადამიანები ბევრს ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითზე თან ისე ფიქრობდნენ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და სასიკეთო სვლებს აკეთებდნენ... ბევრჯერ ნაჩქარევი ფიქრი არასწორ სვლას გვაკეთებინებს და ხანდახან თავდაყირა გვიყენებს ცხოვრებას, ხანდახან კიდე ბევრი ფიქრიც არ ვარგა, შეიძლება ისე ავირიოთ ამ ფიქრების ლაბირინთში, რომ გამოსავალი ვეღარ ვიპოვოთ... ამიტომ როგორც ყოველთვის ოქროს შუალედს არაფერი ჯობია :)


ყველას ბედნიერ ფიქრებს და სასურველ ახალ წელს ახდენილ ოცნებენთან ერთად გისურვებთ :)