Tuesday, July 29, 2014

გვიანი იყო...

მერე გვიანი იყო,
მერე დრო აღარ იყო,
მერე ვიწუხე,
მაგრამ უდროო იყო!

მერე დავფიქრდი,
განვლილ ცხოვრებას ჩავუფიქრდი!
მერე ბევრი ვინანე,
ბევრჯერ გინატრე,
მაგრამ ისევ გვიანი იყო!

მერე ბევრი ვიხეტიალე,
ლექსებით ვიტრფიალე,
შენს წინ ვიტრიალე,
მაგრამ ისევ გვიანი იყო!

მერე სმა დავიწყე,
ცხოვრება ვეღარ ავიწყვე,
ყურება დაგიწყე,
შენთან ყოფნა ისევ ვინატრე,
მაგრამ ისევ გვიანი იყო!

ისევ გვიანი,
ისევ გვიანი,
ისევ გვიანი იყო...

23.10.2008წ

Wednesday, July 23, 2014

არ ეკადრება ქართველს

არ ეკადრება ქართველს,
მამულის გაყიდვა ფულზე?!

არ ეკადრება ქართველს,
რჯულის გაცვლა სხვაზე?!

არ ეკადრება ქართველს,
ტყვია ესროლოს ქართველს?!

არ ეკადრება ქართველს,
წამალი არჩიოს მშობელს?!

არ ეკადრება ქართველს,
ზურგი აქციოს წარსულს?!

არ ეკადდრება ქართველს,
აწყმო აქციოს ბნელად?!

არ ეკადრება ქართველს,
მომავალს ჩაუქროს სხივი?!

არ ეკადრება ქართველს,
მაგრამ კადრულობს ბევრი?!...


09.02.2009წ

ჩემი ქუთაისი

ჩემი ქუთაისი - ეს ის ქალაქია,
სადაც დარწეულა ჩემი აკვანი,
სადაც მისწავლია ქართული ანბანი,
მე მენატრება ჩემი ქუთაისი,
მე მენატრება მისი აისი, მისი დაისი,
                                             მისი გაზაფხული და
ვარდების სურნელით გაჟღენთილი მაისი.

როცა გშორდები,
არ მშორდებიან ჩემი ფიქრები,
შორიდან გეფერები
და სულმოუთქმელად შენსკენ
                                          მოვემართები.
როცა შენთან ვარ, ამაყად დავიარები
და შენი ცხოვრების ფერხულში ვებმები.
შენს მიწაში ხომ, მყარად დგას
                                          ჩემი ფესვები?!

ჩემო ქალაქო, ჩემო ოცნებავ,
არ დამივიწყო, ხელი არა მკრა,
მე ხომ შენს გულში შობილი,
                      კიდევ, ერთი შვილი ვარ?!




07.02.2009წ

შენში... ჩემში... შენ... მე...

რაღაცა ბრგავს შენში,
ცვლილება იგრძნობა ჩემში.
არეული დადიხარ შენ,
დაღვრემილი დავიარები მე.
სითბოს დავეძებ შენში,
ოცნება მოგწონს ჩემში.
ალერსი გაკლია შენ,
ყურადღება კი მე.
სული აფორიაქებული შენში,
შვებას ეძებს ჩემში.
მითხარ რა გინდა შენ?
ნუ გამირბიხარ მე?!
ნეტა რას ვეძებ შენში,
ნეტა რას ეძებ ჩემში?
მე მიყვარხარ, შენ?
მე თანხამა ვარ, მე!

Monday, July 21, 2014

ქართული ქელეხი

ტრადიცია გარკვეული სოციალური ჯგუფის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობისთვის გადაცემული ადათები, წესები და ქცევის ნორმებია. ერთერთი ქართული ტრადიცია არის ქართული ქელეხი, რომელიც საუკუნეებია არსებობს ქართულ სინამდვილეში. მან ამ საუკუნეების მანძილზე იცვალა სახე და ეხლა მე თუ მკითხვთ (ჩემი სუბიექტური აზრია და თავს არავის ვახვევ) უფრო მარაზმია ვიდრე ქელეხი.

ადრე, ქელეხის სუფრა სამარხო იყო და სუფრაზე იწვევდნენ იმ სტუმრებს, რომლებიც შორი გზიდან იყვნენ მოსულები. ეხლა კი რას ვხდეავთ? ქელეხის სუფრაა თუ ქორწილის ვერ გაიგებ. რაც უფრო მდიდარია ოჯახი მით უფრო ძვირადღირებული პროდუქტებითაა გადავსებული მაგიდა. ჭირისუფალი ძირითადად იმაზე ფიქრობს სტუმრებს როგორ გაუმასპინძლდეს, გოგიას გასვენებაში, რო სუფრა იყო იმაზე უკეთესი რადგან მის ოჯახს არ შეეფერება ცუდი პურმარილი და ა.შ. ხალხს როგორ ათქმევინებს ცუდს მის ოჯახზე და იღებს ვალებს, არ აკლია პურმარილს ჩიტის რძეც და მომავალში ინტერესდება ხალხი ხო იყო კმაყოფილი და თუ თქვეს "აა, ეს იყო სუფრაა! არა აკლდა არაფერი".

შეიძლება ვინმეს ეწყინოს ჩემი ჩანაწერი და თქვას, თუ არ მოგწონს იყავი მანდო. დიახაც ვარ, არც გასვენებებში დავდივარ. ქართული ქელეხი ერთ დროს მეც მისაღები მეგონა, რადგან პატარა ვიყავი და მიხაროდა ლიმონათების დალევა, როგორც ყველა ბავშვს :), მაგრამ როცა ჩემი ნათესავი ახალგზარდა ბიჭი მოკლეს ტყუილუბრალოდ, თან შოთა ბიძიაც მოყვა ამ გაუგებრობაში და მამა-შვილი ერთად მოასვენეს, როცა მთელი უბანი, მთელი ქალაქი ამ ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა, უცებ დაკრძალვიდან 15 წუთში სუფრაზე ატყდა რაწკა-რუწკი ჩანგლების, ითხოვდნენ ყველაფერს ის აკლია, ეს აკლია, იქნებ ცივი ლიმონათი გქონდეთ? აუ, მსხილის ხომ არ იქნება? და მრავალი სხვა. აი, მაშინ მივხდი, რომ ამ "ქართული ტრადიციას" ჩემი სახით ერთი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. ასე მიყვა და მიყვა, რაც ასაკში შევდივარ, რაც უფრო მეტად ვგრძნობ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მით უფრო ანტიგანწყობა მიასმაგდება ქართული ქელეხის მიმართ.


გტკივა, გეწვის, გეტირება, ვერ იზიარებ, რომ ვეღარასოდეს ნახავ ამ ქვეყნად, ვერ ჩაეხუტები, ვერ ეტყვი შენს სათქმელს და მრავალი სხვა, ამაზე უნდა იფიქრო თუ იმაზე ვიღაც მეზობელი თუ ნაცნობი იტყვის თუ არა "უფს, რა პურმარილი იყო?!, რა ღვინო, სუფთა ნატური წვენი."

შემდეგ იწყება ზრუნვა ყველაზე საუკეთესო სასაფლაოს გაკეთების, ისეთ სასაფლაოებს წააწყდებით გაგიჟება შეიძლება, ერთზე მითხრეს სახლი გაყიდა, სადღაც 25 000 დოლარი დაუჯდაო. ერთმანეთის ჯიბრობა ქართველებს აქაც კარგად გვაქვს გათავისებული. იმას თუ 25 000 დაუჯდა, შენ 26 000 ხო უნდა დაგიჯდეს?

მერე მოდის ორმოცი, წლისთავის და ერთი ღიანცელი სუფრაზე.
ადამიანებს სუფრა უფრო აინტერესებთ, ვიდრე სასაფლაოზე მისვლა და მიცვალებულის დაფასება.

აი, სულ ახლახანს ჩემი ბიძაშვილის წლისთავი იყო. ბებიამ სასაფლაოზე ვიცდიდით, ვიღაცას ველოდით, უთქვამს სასაფლაოზე გამოვალო, მერე რომ დაურეკავთ, "რატომ გაგვიანდებაო?" ასე უთქვამს "პირდაპირ სუფრაზე მივალო?!" ანუ მისთვის სუფრა უფრო მნიშვნელოვანი იყო, და არა მიცვალებულის დაფასება. 

მინდა, რომ იშვიათად მიდიოდნენ ამ ქვეყნიდნან უდროოდ, მინდა სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ბედნიერება უფრო მეტად გამეფდეს. 

ყველა მიცვალებული ღმერთმა ნათელში ამყოფოს.




Friday, July 18, 2014

ჩემი მეჯვარე

ჩემი მეჯვარე ბელა ბუნერიდია.
მას 20 წელია ვიცნობ. ჩვენ კლასელები ვართ. დედაჩემი მეუბნება, რომ პირველივე კლასიდან ვემეგობრებოდი, მე უფრო აქტიურად მეხუთე კლასიდან მახსოვს ჩვენი ურთიერთობები :)
1 სექტემბერი, როცა ჯგუფში შევედი და აღმოვაჩინე, რომ მე და ბელას ერთნაირი ჩანთები გვქონდა, გამიხარდა და ვეუბნები "აი, ხო ხედავ დაქალები, რომ ვართ საერთო გემოვნებაც გვაქვსთქო" :)
მერე როცა შეიძლებოდა ერთად ვიჯექით პირველ მერხზე. თუმცა ბელა მუდამ პირველ მერხზე იჯდა, მე მივუსკუპდებოდი ხოლმე :)
პუტკუნა იყო, აი ძალიან პუტკუნა, მე კიდე ჩხირი :)
მახსოვს ზაფხულის არდადეგებზე ვესტუმრე და ვეღარ ვიცანი, ჩემი რეაქცია იყო:
- ბელაა, სად წავიდა შენი ლოყებიი? - და ლოყებზე დავუწყე ფერება :)
მერვე კლასში ის სუსტი დაგვიბრუნდა.
ჩვენ უკვე თამამად ვიჯექით პირველ მერხზე, უკვე აღარ ვექვემდებარებოდით დამრიგებლის მიერ არჩეულ წყვილებთან ჯდომას :)
ამასობაში ბელას დავაქრვით ბეკო :) და ჩემი ბელა გახდა ჩემი ბეკო :)
უკვე ვქალიშვილობთ და ვიპრანჭებით დავსეირნობთ დერეფნებში და ვეპრანჭებით უფროს კლასელებს :) გიგას გვანცას ვარქმევთ, ნოდარს ნონას და ა.შ. :)
ბეკო ფრიადოსანია, მე მიჭირის ზოგ საგანში და ოთხები მყვება, ამიტომ ის მეხმარება ხოლმე :)
ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრს შურდა ჩვენი მყარი მეგობრობის ამიტომ სხვადასხვა ინტრიგებს ხლართავდნენ, მაგრამ გავუძელით იმ პატარა ასაკში, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯეროდა, გვეტყობოდა რაა, ჭკვიანები რომ ვიყავით, ვგრძნობდით ინტრიგებს (პ.ს. როგორ ვიქებ თავს ) :) :) :)  და ერთმანეთს ძაააალიან ვენდობოდით.
მეცხრე კლასში პირველად დავრჩი მასთან, უუფს რა კარგი იყო :) რამდენი ვიხალისეთ იმ ღამეს :) მერე და მერე ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მასთან.
მერე მე კოლეჯში გადავედი სასწავლებლად, ცოტა იმ პერიოდში ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს ხშირად თუმცა ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია, მაშინ სახლის ტელეფონებზე ვეკონტაქტებოდით ერთამნეთს (ისე ეხლა რა იშვიათად ვიყენებთ სახლის ტელეფონებს? :))  ).
2005 წელს ბეკო სტუდენტი გახდა. უფასოზე ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
2006 წელს მეც მივყევი თბილისში.
უფს კარგი იყო, ხშირად ვსტუმრობდი სახლში, ხანდახან კვირაობით ვრჩებოდი. იზუკა დეიდას მოდუღებულ ყავაზე ვგიჟდებიი, (პ.ს. დიდი ხანია არ დამილევია). ხანდახან სულ მარტოები ვიყავით როცა იზუკა ქუთაისში იყო.
მახსოვს ჩემი დაბადების დღე, როცა მე, ბეკომ, ეკომ და თეკომ ბეკოსთან სახლში ავღნიშნეთ, უფროსწორად გავაცილეთ ჩემი ძველი წელი 12 მაისს და იმ ღამეს შევხდით ჩემს ახალ წელს :)  ეკომ ტორტი მომართვა დაქალების სახელით, თან მიმღეროდნენ და სურვილის ჩაფიქრებას არ მაცდიდნენ :)  სანთლები ჩავაქვრეთ. სასაცილო იყო ის, რომ პირველად შევწვით ქათამი, ხოდა დავაკელით შეწვა, მერე განმეორებით შევწვით :) ჭვიშტარი გავაკეთეთ, მაგრამ არც ის გამოგვივიდა კარგად :) მაგრამ მთავარია, მაგრად გავერთეთ, ღამე ლაპარაკში გადავათენეთ, გავიხსენეთ იმთის, ამთის :) :).
ჩემთანაც ხშირად ვიკრიბებოდით ქუთაისში, მამიკო იძახდა ამდენ გოგოებს რა დაათხოვებს, რა გაამზითვებსო, მაგრამ ნელნელა დავიწყეთ დაფრთიანება :)
ჯერ ეკო გათხოვდა
მერე მე :)
ეხლა კი ჩემი "ბუნე" მიბედნიერდება
იცით, როგორ ვარ? თითქოს ვეგოისტობ :) არა იმიტომ კი არა რომ მიბედნიერდება, არა უბრალოდ მასთან ამ ბედნიერ წუთებში აქტიურ დროს ვერ ვატარებ, ვერ ვიზიარებ ყველაფერს ისე როგორც მე მინდა :) იმიტომ, რომ ის თბილისშია, მე კიდე ქუთაისში, თუმცა რაღაცეებს ვეხმარები თითქოს :) ეს მახარებს, მსიამოვნებს. მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყოს, რადგან ის ჩემთვის დასავითაა, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, ერთმანეთს შევეზარდეთ, უხმოდ გვესმის ერთმანეთის, თან ბუნე ხომ ჩემი შვილიკოს ნათლიაა?
მჯერა, ჩვენი ურთიერთობები უფრო და უფრო გაღრმავდება, ჩვენი ოცნებები ახდება, ჩვენს შვილებს მოვუყვებით ბევრ ამბებს, ბევრს ვიხალისებთ ერთად ისევ და ისევ ოღონდ უკვე ჩვენს ოჯახებთან ერთად :)

ბუნეე ძალიან მიყვარხარ, ბედნიერებას გისურვებთ შენ და უჩას :*



Thursday, July 10, 2014

სიცოცხლის ხელყოფა

ძალიან მოხშირდა ადამიანების მკვლელობა, დღე არ გავა რომ არ გავიგონო ქმარმა ცოლი მოკლა, მეზოელმა მეზობელი, შვილმა დედა და ა.შ. არა ეს არ არის ნორმალურობა, მაგრამ არც ისაა ნორმალურობა აბორტს ადამიანის მკვლელობად რომ არ აღიქვამს ძალიან ბევრი ადამიანი. ამასიწინ ორი ქალის საუბარს მოვუსმინე, ისე საუბრობდა ერთი აბორტებზე ვითომც აქ არაფერი, მათ მცირე დიალოგს წარმოგიდგენთ:

- ქალო, რაფერ გაძვირებულა აბორტი, 150 ლარი ღირს თურმე, რა ამბავია. - ეძვირებოდა "შვილის მოკვალში" გადახდილი ფული, (პ.ს. მერე კი რო რამე მოხდეს მაგალითად შვილი გაუხდეს მძიმე ავად იტყვის "ღმერთო რა დაგიშავეო ?! " ცოდოა ის ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რომ აბორტი შვილის მკვლელობაა.
- უი მართლაა? დღითდღე ძვირდება ყველაფერი, ექიმთან ვერ მიხვალ უნდა მოკვდე ადამიანი. - დაიწუწუნა მეორე ქალმა - ქალო, ის თუ იცი ნუგზარიას რა დაემართა? დეიღუპა და ამოვარდა კაცი...
- რა მოუვიდა ქალო? - შეშფოთდა მეორე
- რა და ერთადერთი ბიჭი მოუკლეს გაზოვებსას აბაა, - ხელი ჩაიქნია და თავი დანანებით დააქნია
- უიი, ქალოო, რას მეუბნებიიი - შეიცხადა მეორემ, - დედა, დედა, ამოვარდნილან და დაღუპულან ქალო. დედამისს კი ვიცნობდი, ერთხელ ერთად გავიკეთეთ აბორტი - (პ.ს აქაც "აბორტია" ხსენებაში) - ასე მითხრა ჩემი ბიჭი ისე მიყვარს სხვას მის სიყვარულს ვერ გავუნაწილებო. ეჰ, საწყლები, გასვენება როდისაა?
- სამშაბათს...
მერე მათი ავტობუსი მოვიდა და მათ ერთობ ჩამაფიქრებელ საუბარს ვეღარ მოვუსმინე თუმცა მე კი დავრჩი ჩაფიქრებული, განსაკუთრებით ბოლო  სიტყვებზე, რომ თურმე დედა იმიტომ "კლავდა სხვა" შვილს, რომ პირველი შვილის სიყვარულს სხვა შვილს ვერ გაუნაწილებდა, ვერ გაუყოფდა?! ვაიმეე... და ეხლა ნეტა რას ამბობს? რას ტირის? ალბათ" რა დაგიშავეო ღმერთოოო", ტირის. წყევლის და კრულავს მისი შვილის მკვლელს, თუმცა იმას ვერ ხვდება რომ თვითონაა მისი ერთადერთი და საყვარელი შვილის ირიბი მკვლელი.

პ.ს. არვიცი ამ ჩანაწერს ვინმე თუ წაიკითხავს, მაგრამ თუ ვინმე წაიკითხავს მინდა რომ ერთი რჩევა მივცე სანამ აბორტის გაკეთებას დააპირებს, წინ დაიყენეთ თქვენი შვილი თუ შვილი არ გყავთ დისშვილი, ძმისშვილი ვინმე პატარა ბავშვი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ხელებით ნაწილ ნაწილ ცოცხლად კუწავთ თქვენს ცოცხალ შვილს,წარმოიდგინეთ თუ რა ტკივილს მიაყენებთ თქვენს წინ მდგომ შვილს, წარმოიდგინეთ? მაშინ ისიც გაიაზრეთ, რომ თქვენს მუცელში მყოფიც ცოცხალია, ის თქვენი შვილია და რომ გააჩენთ ისევე გეყვარებათ როგორც სხვა შვილები თუ შვილი, მას ისევე ტკივა ისევე გრძნობს როგორც თქვენი წინ მდგომი შვილი იგრძნობდა და ეტკინებოდა როცა მას ნაწილ ნაწილ აკუწავდით.
შეიყვარეთ თქვენი მუცლად მყოფი შვილები, რადგან აბორტი ეს იგივე მკვლელობაა, თან ამქვეყნად ყველაზე დიდი და საზარელი მკვლელობა როცა დედა თავისი ნებით კლავს შვილებს და შემდეგ კი გვიკვირს როცა ჩვენს შვილებს თუ შვილიშვილებს რთული განსაცდელები დაატყდებათ თავს, გვახსოვდეს ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო. ვერიდოთ ადამიანთა კვლას გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული ხომ თვით ღმერთია.

შენმა...

რაოდენ მჯეროდ შენი,
და რაოდენ ვცდბოდი შენში !
შენი სახება, შენი პორტრეტი
ფანტაზიორობს ჩემში!
შენმა სიყალბემ შენი სიწრფელე
გადააქცია ჯართად.
შენი ვნებები, შენი ზრახვები
გააშკარავდა მსწრაფლად!
სენმა სიტყვებმა, შენმა ფრაზებმა
ამაოდ აქცია არსი ...
შენმა თვალებმა, შენმა ტუჩებმა
ტყუილად იმღერეს ჰანგი.
შენმა ხელებმა, შენმა ფეხებმა
ტყუილად იცეკვეს ვალსი,
შენი სიტყვები, შენი გრძნობები
ყოფილა ტურმე ფარსი.
შენმა ქნედებამ, შენმა ფრაზებმა
რატომღაც დაკარგეს ფარსი.
მე წავალ შენგან, დავიკარგები
და ასე გავა წლებიც....

ავტორი: ხატია მაღლაფერიძე

დრო გადის

დრო გადის და სევდაც მატულობს!
რა ვქნა თუ ეს გული, ისევ გნატრულობს?!

დრო გადი თმას ჭაღარა ერევა
და სირთულეებიც მერევა.

დრო გადის ცხოვრება რთულდება
და თიტქს ბრძოლის უნარიც ნულდება!

დრო გადის ხალისი მცირდება
და სადღაც გაქცევა მინდება?!

დრო გადის უშენოდ ვბერდები
და ამ ცხოვრებას ვნებდები!

დრო გადის...
სევდა კი დროსთან ერთად არ ქრება
და ალბათ მალე ჩემი აჩრდილიც გაქრება!

მუდამ ვგრძნობ

მუდამ ვგრძნობ როგორ მაკლიხარ,
მუდამ ვგრძნობ როგორ მჭირდები!
ხშირად ვოცნებობ ჩვენს ერთად ყოფნაზე,
მაგრამ ოცნებით მიწაზე ვეშვები.

მე შენ გიწოდე სახელი, იესე
და ჩემს ლოცვებში ჩუმად გიხსენებ!
ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ რაღაც სამი თვე,
მერე უეცრად გაუჩინარდი...

ყველას ეგონა შეწყდა სიცოცხლე,
მაგრამ არსებობა ჩუმად განვაგრძე...
მე მოვევლინე ამქვეყნად ცალად,
მაშინ როცა, ტყუპები გვქვიოდა მუცლად?!...

              ავტორი: ხატია მაღლაფერიძე

ჩემი ქუთაისი

ჩემი ქუთაისი – ეს ის ქალაქია,
სადაც დარწეულა ჩემი აკვანი,
სადაც მისწავლია ქართული ანბანი.
მე მენატრება ჩემი ქუთაისი,
მე მენატრება მისი აისი, მისი დაისი,
                         მისი გაზაფხული და
ვარდების სურნელით გაჟღენთილი მაისი.
როცა გშორდები,
არ გშორდებიან ჩემი ფიქრები,
შორიდან გეფერბი
და სულმოუთქმელად შენკენ
                                   მოვემართები.
როცა შენთან ვარ, ამაყად დავიარები
და შენი ცხოვრების ფერხულში ვებმები.
შენს მიწაში ხომ, მყარად დგას
                                ჩემი ფესვები?!
ჩემო ქალაქო, ჩემო ოცნებავ,
არ დამივიწყო, ხელი არა მკრა,
მე ხომ შენს გულში შობილი,
              კიდევ , ერთი შვილი ვარ...

ავტორი: ხატია მაღლაფერიძე
                  07.02.2009