Monday, March 9, 2015

"13" რიცხვი თარსია?

      
 
         ამბობენ, რომ 13 რიცხვი თარსია... მაგრამ მე არ მჯერა :) 13 რიცხვი ჩემი საყვარელი ციფრია და ვერ წარმომიდგენია, რომ თარსია, თუ ვინმე გავგიე 13 რიცხვშია დაბადებული ყველა ჩემიანი მგონია :) 
        მე, 13 მაისს 3 კვირით ადრე მოვევლინე ქვეყნიერებას :) ამიტომ მაისი და რიცხვი 13 ჩემთვის ბევრს ნიშნავს, თანაც რომ დავიბადე დედაჩემი მე-13 პალატაში იწვა სადაც 13  ქალი იწვა, ჩემი მეტრიკის ნომერიც 13-ით იწყებოდა, შესაბამისად მე "13" ვარ :) თუმცა თარსი არ ვარ :) 
      მახსოვს 13 წლის, რომ გავხდი ბიძაჩემმა ჩემი დაბადების დღის სადღეგრძელოს დროს თქვა " მართალია, 13 რიცხვი თარსია, მაგრამ შენ ბედნიერი ქალი ყოფილიყავიო". მაშინ ცუდად მომხვდა ყურში, მაგრამ რადგან ბავშვები ვერთობოდით გადამავიწყდა :) მერე კი ერთ დღეს დავფიქრდი და გავბრაზდი ბავშვურად :) რადგან 13 რიცხვში დავიბადე ამან შეიძლება რამე როლი ითამაშოს ჩემს ცხოვრებაზე? მოკლედ, ბევრს ვფიქრობდი და ვეძიებოდი და მივხდი, რომ 13 რიცხვი სულაც არ არის თარსი: გავიხსენოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მის 12 მოციქული, სულ 13; ასევე 13 ასურელი მამა. 
     პირიქით 13 ჩემთვის ბედნიერი რიცხვიაო ამბობს მამაჩემი, ამ დღეს ჩემი პირველი შვილი დაიბადაო და სადაც შეიძლება 13 რიცხვი გაურიოს, გარეულია :) პარადოქსია თითქოს, მაგრამ ჩემი გოგონაც 13 რიცხვში, ოღონდ 2013 წლის მაისშია დაბადებული :) თუმცა საკმაოდ მძიმე და მტკივნეული წელი გვქონდა 2013 წელი, ბევრმა საყვარელმა ადამიანმა დაგვტოვა უდროოდ, ისევ ჩემმა გოგომ გაგვაძლებინა...
    საერთოდ დათარსვის არ მჯერა, მგონია ეს ადამიანების გამოგონილია, მათი ფსიქოლოგიაა. მაგალითად: როცა თბილისში ვსწავლობდი, ყოველ დილით გამოცდის დღეს კარებთან შავი კატა მხვდებოდა, ყოველთვის წარმატებით ვაბარებდი :) რისიც გჯერა ის აუცილებლად მოხდება, თუ მას წინაპრებიც გიდასტურებენ :)

       ყველას ბედნიერ კვირას გისურვებთ, იფიქრეთ დადებითზე და არა დათარსვაზე ;)

6 comments:

  1. ,, მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
    იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
    დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
    დღეს მომენატრე. მთვრალი ვარ,
    გზებზე ისევ რეტია.
    ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
    შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
    მარტის ცამეტი და მემღერება."
    ზანგურის ეს ლექსი გამახსენე ხატი , მე არ მჯერა ცრურწმენების შესაბამისად ამ ლექსისა არ იყოს ,,
    იანვრის ცა მეტია,
    ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა
    რომ თარსი რიცხვია ცამეტი..."


    ReplyDelete
    Replies
    1. ირიი, ეგ ლექსი მეც ძალიან მიყვარს ზანგურის, პირველად რომ მოვისმინე მეთქი ჩემი სათქმელი ითქვა-თქო :)

      Delete
  2. :)
    რა კარგია, პოსტიც და თქვენი კომენტარებიც.
    თარსი დღეები და თარსი რიცხვები ურწმუნოების მოგონილია :)
    რუსულად კარგადაა ნათქვამი "ბოჟი დენ". ყველა დღე ღმერთისაა და ყველა რიცხვი.

    და..........რაც მთავარია........... მაისი! :) მეც მაისის ვარ და ეს თვე ძალიან მიყვარს! :) მაისში გაზაფხული მძლავრობს და ჯერ არც ისე ცხელა. თან ჩვენი ქალაქი რომ სავარდო და სამაისოა. ერთ აღდგომას მაისი იყო და პირველი სკოლის გვერდით რომ ბაღია საბაგიროს ეზოში იქ გადავიღე ვარდები. ყველაფერი ნამდვილი იყო: ქუთაისი, ვარდი, მაისი. :)

    ReplyDelete
  3. თინიი, გამიხარდა ძალიან რომ შენც "მაისი" ხარ, რადგან როცა გაზაფხული მოდის უკვე ვგრძნობ მაისის სურნელებასა და ჰარმონიას :) ჩემი გოგონა ივნისში უნდა დაბადებულიყო, მაგრამ იმდენად მწამდა, რომ ის ჩემსავით მაისის გოგო იქნებოდა, რომ დედის ინსტიქტმა გაიმარჯვა :)
    თბილისში ცხოვრებისას მუდამ მენატრებოდა ქუთაისის გაზაფხულის შემოსვლა და მაისის სურნელი :)
    ბედნიერება შენ თინიტა :)

    ReplyDelete