Tuesday, June 24, 2014

ბედნიერება

საერთოდ ბედნიერება ძალიან საზოგადო და ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვაა. ადამიანი სრულყოფილი ბედნიერი ალბათ ვერასოდეს იქნება, რადგან ამქვეყნად სრულყოფილება ხომ არ რასებობს? მაგრამ ბედნიერებაა როცა შვილი გყავს, ბედნიერბაა როცა ოჯახი გაქვს როცა გიყვარს უყვარხარ და მრავალი სხვა, მაგრამ არის სხვა პრობლემებიც რაც ამ ბედნიერებას სრულყოფილების საშუალებას არ აძლევს, თუნდაც საყოფაცხოვრებო.

ბევრჯერ გამიგია უთქვამთ, "მაგას რა უჭირს იტალიაში თუ არისო", არადა ზუსტად მას უჭირს, ტკივა და განიცდის ძალიან ბევრ რამეს. ის ბედნიერია იმითი, რომ მის ოჯახს და შვილებს არაფერია აკლია, მაგრამ უბედურია იმიტომ რომ ენატრება შვილები, ვერ ერთვება აქტიურად მათ აღზრდაში, სკაიპით უყურებს შვილის ბედნიერებას, შვილიშვილის დაბადების დღეს და ა.შ.

ამიტომაც ვთვლი, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს.

მაგრამ მიხარია, როდესაც ვხედავ 100%-დან 90%-ით ბედნიერ ადამიანებს. ეს ხომ ძალიან მაგარია? მინდა რომ ყველა ეგრე იყოს ბედნიერი და ლაღი...

2 comments:

  1. Shvilebisgan shors yofnaze sashineleba ar arsebobs da zalian vafaseb im zlier qalebs, romlebmac itvirtes ojaxis marchenalis tvirti da ase shoridan uyureben tavis ojaxs, romelic mat gareshe mshieri darcheboda :-(

    Imedi minda viqonio, rom dedebi da shvilebi male daubrundnen ertmanets da agar daitanjon sishorit.

    ReplyDelete
  2. მეც მინდა, რომ ისე გამოსწორდეს ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ოჯახებს არ მოუწიოთ გაყოფა, დედები დაუბრუნდნენ ოჯახებს, შვილები გაიზარდნონ ოჯახურ სიმყუდროვეში და მრავალი სხვა.

    ReplyDelete