Tuesday, June 24, 2014

როცა მოვკვდები....

როცა მოვკვდები, არ დამიტირო...
როცა მოვკვდები, უნდა იმღერო...
როცა მოვკვდები გაუშვი მტრედი,
                                დაე, იფრინონ...
როცა მოვკვდები ძაძა არ იცვა,
მე არ მიყვარდა შავით მოსილი,
                                ვითომ მტირალი...
როცა მოვკვდები, არ დამივიწყო,
მიხაკით მორთე საფლავი ჩემი,
როცა მოვკდვები არ დამიტირო,
გაუშვი მტრედი, დაე, იფრინონ...

2 comments:

  1. მადლობა დიდი :) ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია

    ReplyDelete