Thursday, October 23, 2014

სასწაული

   ამბობენ, რომ ამ ქვეყნად აღარ ხდება ბევრი სასწაული ან სულ რაღაც სასწაულის მოლოდინში არიან. 
    ჩემი აზრით, ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ირგვლივ ერთი სასწაული - რასაც ორსულობა და ბავშვის გაჩენა ჰქვია მუდამ ხდება და ეს მართლაც უდიდესი სასწაულია.
   დიახაც, შენს მუცელში ჩასახული ახალი სიცოცხლე, რომელზედაც მთელი ცხრა თვე ზრუნავ, ფუთფუთებ, ელოდები მის დაბადებას და ა.შ. შემდეგ იბადება, ახალი გრძნობა ჩნდება შენში, უყურებ და არ გჯერა, არ გჯერა რომ ადამიანი შობე, რომელიც გაიზრდება და ახალ მომავალს შექმნის, ახალ კერას, ახალ იმედს და ა.შ. 
  ვუყურებ ჩემს შვილს და ვფიქრობ, ამაზე დიდი სასწაული რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მე ხომ უფალმა დედობის უფლება მაჩუქა და პატარა ანგელოზი გამომიგზავნა, რომელიც გზაზე უნდა დავაყენო, ისე როგორც ჩემმა მშობლებმა მე. 
  მისი ერთი ჩახუტება ყველაფერს მავიწყებს, რომ ძინავს მინდა სულ ვუყურო, ვკოცნო და ვეფერო. შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ ქვეყნად.
   მახსოვს ჩემი, აწ გარდაცვლილი, მამა დოსითეოსი მეუბნებოდა " ქალი ამ ქვეყნად, რომ ჩნდება მას ორი მისი აქვს, აქედან მან ერთერთი უნდა აირჩიოსო, თუ ოჯახს არ შექმნის, მაშინ მონასტერში უნდა იცხოვროს და დედაო გახდესო".
  ერთი პერიოდი მეც აქტიურად ვფიქრობდი მონაზვნობაზე, ისე ძალიან მინდოდა, ალბათ ვიღაც რომ მყოლოდა ვინც შეძლებდა ჩემს დარწმუნებას უფრო მეტად ალბათ ეხლა დედაო ვიქნებოდი, მაგრამ ეხლა დედა ვარ და მყავს პატარა ანგელოზი, ჩემი სიცოცხლის აზრი და მომავალი. მე მიხარია, თუ დაკისრებული მისიიდან ერთი მაინც შევასრულე :)

   სასწაულები კი მჯერა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი მოხდა, ხდება და მოხდება, მთავარია გწამდეს და გჯეროდეს, მიყვე შენს გულისთქმას.

4 comments:

  1. ხატი, შენი პატარა ,,სასწაული" მართლა საოცარი ადამიანია, დედობა კი დიდი ბედნიერებაა, კარგი დედა რომ იყო, დიდი ნიჭიც უნდა. შენ, ეს, ნამდვილად გამოგდის.
    ხოლო მონასტრის გზაზე, თავად უფალი ირჩევს მისთვის სასურველს, ალბათ.

    ReplyDelete
  2. მადლობა ირო, მე ვცდილობ კარგი დედა ვიყო და მიხარია თუ გამომდის :)
    ხო, გეთანხმები უფლის ნების გარეშე ხომ ამ ქვეყნად არაფერი ხდება :)

    ReplyDelete
  3. რა ლამაზად წერ, ხატია. შენი წერილების წერა ისეთი სასიამოვნოა. განსაკუთრებით დედობაზე რომ წერ, ალბათ იმიტომ მეც რომ დედა ვარ, ეს მითბობს გულს :-)

    ბედნიერი და სიხარულით სავსე იყოს შენი ოჯახი!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფიეე შენც ბედნიერ დედობას გისურვებ შენს შვილებთან ერთად :*

      ბედნიერი ახალი წელს გისურვებ :)

      Delete