Wednesday, October 29, 2014

ჩემი სიბერე

   სიბერე, ადამიანის ბოლო სტადია იმეირ ქვეყანაში გადასახლებამდე. სიბერე ჩემთვის ასე ასოცირდება :)
  ხშირად მხვდებიან ქუჩაში მოხუცები, განსაკუთრებით კი თვის შუა რიცხვებში როდესაც ლიბერთი ბანკთან პენსიის რიგში იცდიან. მხვდებიან ხელ გაწვდილები, მხვდებიან გამოწკეპილები, მხვდებიან წელში მოხრილები, წელში გამართულები, ბუზღუნები, საყვარლები და ა.შ. მოკლედ ამ ქვეყნად "ყველა სახის სიბერე" არსებობს.
   ბევრჯერ მიფიქრია, ჩემს სიბერეზე. არავინ იცის მივაღწევ თუ არა სიბერემდე, მაგრამ ხომ იცით იმედი ბოლოს კვდება :) ამიტომ მეც ხანდახან ვფიქრობ, როგორი სიბერე მექნება და როგორი ბებო ვიქნები? 
  მგონია და მინდა, რომ არამარტო მე, არამედ სხვებსაც ჰქონდეთ კარგი სიბერე და არა ისეთი, როგორიც დღეს აქვს საქართველოს მოხუცების უმრავლესობას. არ მინდა, რომ ისევ ვხედავდე ხელგაწვდილ მოხუცს, მიტოვებულ ბედის ანაბარად მცხოვრებ მოხუცებს, მაგას სჯობია მოხუცთა თავშესაფრები არსებობდეს, სადაც ვიცხოვრებთ :) თუმცა იმედია, იმდენად საყვარელი ბებო და "სვწეკი" დედა ვიქნები შვილები ვერ დამთმობენ :)  (იმედს ვიტოვებ აქაც ). 
   ჩემს წარმოსახვაში ასეთია ჩემი სიბერე :)
   ამ სურათების ატვირთვის შემდეგ ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა, მახსოვს სტუდენტი, რომ ვიყავი ჩვენს უნივერსიტეტში ერთი ქალი მუშაობდა, სუსტი, პატარა და წელში მოხრილი, ხოდა კიბეებზე ავდიოდით მე და ჩემი კურსელი დენისი, ამ ქალმა, რომ ჩაგვიარა. დენისი შეჩერდა და თქვა "აი, ხატიას სიბერე :) " მაშინ გავბრაზდი, წელში მოხრილი რატო უნდა ვიყო-თქო, მაგრამ ვინ იცის რას გვიმზადებს ეს ოხერი სიბერე :)
   ჩემი ბებია მის ფოტოებს, რომ გადმოაწყობს სულ ამბობს "აა, დია რა ქალი ვიყავი, სად წავიდა ჩემი სილამაზე? " და დანაოჭებულ სახეზე ისვამს ხელს... ალბათ, მეც გადმოვაწყობ ჩემს სურათებს, თუმცა საიდან გადმოვაწყობ ეხლა არ ვბეჭდავთ სურათებს და :) ალბათ ჩემს Ipads გადმოვიღებ, გავხსნი სოციალურ ქსელს და ვეტყვი ჩემს შვილიშვილებს: ნახეთ რა ბებო გყავდათ ახალგაზრდობაში (ნუ დიდი ვერაფერი ვარ, მაგრამ მოხუცის პირობებზე ხომ ვიქნები უფრო უკეთესი? :) მერე ისინი დაიწყებენ, ბებია ეს რა გცმია? ეს იყო მაშინ მოდაშიი? ვაა, მოდა ბრუნავს და ა.შ. :)
   მე თუ მკითხავთ, სიბერე უნდა იყოს ტკბილი, არ უნდა ნატრულობდე სიკვდილს...
   მინდა, ყველას გისურვოთ დიიდხანს სიცოცხლე, ტკბილი და თბილი სიბერე...

No comments:

Post a Comment