Wednesday, February 25, 2015

ცხოვრებისუელი ეპიზოდი N4

კრიზისი
ქვეყანაში, რომ სტაბილურობა აღარ არის მე კი არა უკვე ჩემმა შვილმა იცის მგონი. დოლარი დღითიდღე მატულობს, ლარი დევალვაციას განიცდის, დოლარში აღებული სესხის გადასახადი გარბის, მატულობს ეტაპობრივად ყველაფერზე გადასახადი და ამ დროს ხელფასი არის გაყინული ერთ ადგილას!!! შესაბამისად ჩემს სამსახურშიც იმატა საქმეებმა, ვეღარ იხდის ხალხი სესხს და მოდის აღსრულებაში, მაგრამ რა მერე? აქაც უძრავად არის საქმეები :(
გუშინ დამირეკეს და მითხრეს ერთ ერთ მოვალეს ხელფასი ჰქონია (მასწავლებელია ცნობისთვის) 110 ლარი და მისი ნახევარი დაუკავეთო, თან ისიც მკითხეს პენსიონერია და იქედანაც ხო არ დაუკავებდითო და მწარედ გამეცინა. მასწავლებელს, რომელიც ბავშვებს ასწავლის, რომელზეც არის დამოკიდებული მათი აღზრდა, მომავალი აქვს ხელფასი 110 ლარი და შენ კიდე ითხოვ საწყალი, მათხოვრული პენსიიდანაც დაუკავდეს რამე თანხა, იმიტომ, რომ მერე შენ უფრო მეტი ბონუსი დაგერიცხოს ბანკმა როგორც საუკეთესო საკრედიტო ბიუროს წარმომადგენელს !!! რა თქმა უნდა, პენსია არ დავუკავე, 55 ლარიც ეყოფა ბანკს ყოველთვიურად !!!
ეს დოლარი კიდე რას შვრება? რატო გახდა დეფიციტური ვერ გავიგე? არა, ამბობენ მთელს მსოფლიოშია დოლარის დეფიციტიო, ვაა სად წავიდა ნეტა? სად გაქრა? თუ რამე საშიშროება იგრძნო დედამიწაზე და კოსმოსში გაფრინდა?ეს ლარი მაინც არ ეცოდება? ან საწყალი საქართველო? ვერა და ვერ რომ ვერ ამოითქვა სული, მუდამ კრიზისში რომ არის :(
კრიზისი უცხო სიტყვაა და ნიშნავს:
1. დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება; მძიმე გარდამავალი პერიოდი.
2. მედიც. ავადმყოფობის მიმდინარეობაში გარდატეხის მომენტი, რომელსაც მოსდევს ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება
3.ეკონ. კაპიტალისტურ მეურნეობაში: საქონლის პერიოდული ჭარბწარმოება, რომელსაც თან სდევს წვრილ მწარმოებელთა გაღატაკება, წარმოების შეკვეცა და უმუშევრობის ზრდა. 
 4. რისამე მწვავე ნაკლებობა (განსაკუთრებით ითქმის მოხმარების საგნებზე, პროდუქტებზე) .
ბოლო პუნქტის მიხედვით გამოდის რომ დოლარი მწვავე კრიზისშია, შესაბამისად კი ის მოვალეები და ის მსესხებლები, ვისაც სესხი დოლარში აქვს !!!
როცა საქმე მივიღე, დოლარის კურსი იყო 1.75, სესხს კი მოვალეს დღევანდელი კურსით იხდის (ისევ ბანკები მდიდრდებიან!). აი, ერთ ჩემს მოვალეს ვთქვთ ჰქონდა სესხი 300 დოლარი (ლარიში გადაყვანილი ძველი კურსით  525 ლარი) ეხლანდელი კურსით  მას აქვს 705 ლარი და რომ გონია ბოლო გადახდა აქვს, დავალიანება გაუნულდა, ბანკმა მოიწერა 9 დოლარი დარჩაო !!! იმიტომ, რომ კურსი აიწია და მის მიერ გადახდილი ლარი ვერ ფარავს დოლარს !!!

მახსოვს, სადღაც წავიკითხე ადრე, ალბათ 5-6 წლის წინ, როცა კრიზისი იყო მსოფლიოში, მაგრამ ჩვენი "ეკონომიკა, რომ  ყვაოდა და არ ჩამოშლილა", აი მაშინ, რომ როცა კრიზისია ე.ი რაღაც სულიერი პრობლემა არის ერში. ისე თუ დაუფიქრდები, არ არის შორს ეს იდეა სიმართლიდან... რაღაც ამ ბოლო დროს მოდურიც კი გახდა ანტირელიგიური აზრების ფრქვევა, საეკლესიო პირების გაქილიკება, გალანძღვა, მორწმუნეების შურაწყოფა, ზომბებად მოხსენიება და მრავალი სხვა. 
ისე სიმართლე გითხრათ ურწმუნოსთან საუბარს სხვა რელიგიურ წარმომადგენლებთან მირჩევნია საუბარი, იმიტომ რომ მუსლიმს მისი მუჰამედის სწამს, კათოლიკეს იესო ქრისტესი, ბუდისტებს ბუდის, ინდოელებს მისი ქალღმერთების და აქვთ რწმენა, რიდი, სიყვარული. მარხულობენ, აქვთ თავიანთი დღესასწაულები... და ამ ურწმუნეობს ხო ვერ გავუგე რატომ მოსწონთ ეს ურწმუნოება? ანუ თუ ილია მეორეს გავლანძღავ ან რომელიმე მრევლს დავცინებ ამით წოდება მომემატება, უფრო cool გოგონა ვიქნები თუ რა? არადა, გულში ღრმად მჯერა, როცა რაღაც ძალიან უჭირთ უფალს მთელი გულით ევედრებიან. ისე ამ ურწმუნეობის კატეგორიას ხატებიც აქვთ, ისე ყოველი  შემთხვევისათვის, ან იქნებ იმიტომ, რომ იქნებ მორწმუნეობა გახდეს ერთ დღეს მოდური და მერე რა  ქნან? 
მახსოვს ერთხელ რაღაც გავაზიარე და ერთმა ისეთმა ნაცნობმა  დამიპოსტა საეკლესიო წარმომადგენლებზე ცუდი რაღაცეები არ ველოდი, სულ სტატიები გამოუშვა და გამოუშვა, გამიკვირდა, გავოცდი, ვაახ, მე შევეხე იმას რაც თვითონ მოსწონს? ხომ არის თვითონ ბედნიერი, რომ არ სწამს? მაცადოს მე ჩემი რწმენის, იმისი რისიც მჯერა და რაც ბევრჯერ დამხმარებია. ჩემს ცხოვრებაში უამრავი "სასწაული" ხდება, უამრავლჯერ შეუსმენია ჩემი ლოცვა უფალს, ხოდა მაცადე, ხოო? მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ის საეკლესიო პირები, მათ უფალი განიკითხვთ საყოველთაო სამსჯავროზე, ან იქნებ საერთოდაც არ განიკითხოს და სამოთხეში მოხვდეს, შენ რა იცი მისი ლოცვის მადლის ძალა? ან მისი სინანული გინახავს სადმე? მაგრამ როცა არაფრის გწამს, როცა მხოლოდ უარყოფითს ეძებ, მაშინ დადებითს ვერსად დაინახავ, მხოლოდ სხვის თავალში ხედავ ბეწვს და შენს თავლში ათას დირეს კი ვერა. 
გვაცადეთ, იმათ ვისაც გვწამს, რატომ უნდა ვაყენებდეთ ერთმანეთს შეურაცყოფას ჩვენი მრწამსის მიხედვით?  ვერ ვგებულობ, არ მესმის, რატომ უნდა დასცინო სხვას და ამით მიიღო სიამოვნება?! მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, თქვენ განსაჯეთ: რას ამბობდნენ ცნობილი ათეისტები გარდაცვალების წინ:
1)ვ.ი ლენინი, გარდაიცვალა ჭკუიდან შეშლილი, სიკვდილის წინ იგი ცოდვების მიტევებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს.
2)უინსტონ ჩერჩილის უკანასკნელი სიტყვები იყო "ვაიმე რა უგუნური ვყოფილვარ"
3) გრიგორი ზანოვიევი-ლენინის თანამებრძოლი.სიკვდილის წინ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენთან არს, ერთი ღმერთი". იგი დახვრიტეს სტალინის ბრძანებით
4)შარლ მე-9:დავიღუპე ამას ნათლად ვგრძნობ"
5)ემელიან იაროსლავსკი, ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი:"გევედრებით დაწვით ყველა ჩემი წიგნი!შეხედეთ წმინდანს, იგი დიდი ხანია მელოდება და აქ არის"
6)იაგოდა-საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი:"როგორც ჩანს ღმერთი არსებობს, იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისთვის
7)ფრანსუა-მარი არუე(ვოლტერი)-განთქმული მოქილიკე და ღვთის მგმობი.მისი მომვლელი ქალი ამბობდა:"ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს.იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა საკუთარი ცოდვებისთვის"     

იმედია როგორც სულიერ, ისე ეკონომიკურ კრიზისს რამე ეშველება და ამ ყველაფერი კარგად იქნება, არ მინდა კიდე უფრო გაუბედურებულ საქართველოს და ქართველებს ვუყურებდე...

პ.ს. დოლარო დაბრუნდი და უშველე ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული გაუბედურებულ ლარს.
 

2 comments:

  1. სიკვდილის წინ ნათქვამი ფრაზები როგორ მომეწონა ცნობილი ადამიანების !
    უარესი კრიზისებიც გადაგვიტანია :( ახლა უფრო მალე გამოვძვრებით ასე მგონია :)

    ReplyDelete
    Replies
    1. კი მართლაც ბევრი გადაგვიტანია, მეც იმედი მაქვს რომ ამ განსაცდელს (მე ასე დავარქმევდი) იოლად გადავიტანთ :)

      Delete