Monday, August 3, 2015

ცხოვრება

    დიდიხანია არ მიწერია, თუმცა საწერი უფრო სწორად სათქმელი ბევრი იყო და არის :) ცხოვრება არც ისე მარტივია, არც მუდამ ია-ვარდია ფენილი, ალბათ უფრო ეკალ-ბარდებია ირგვლივ, შენ შეიძლება გინდოდეს ია-ვარდი, მაგრამ ვინ გაცლის? ვიღაც ხო უნდა იყოს ვისაც ეკალ-ბარდები ხიბლავს და უყვარს? :) მოკლედ, იმის თქმა მინდა ცხოვრება ხანმოკლეა, იმდენად ხანმოკლე რომ არ ღირს მისი უბედურებაში გატარება, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება და უნდა იცხოვრო ბედნიერად, მოიწყო ცხოვრება ისე როგორც შენ გინდა და არა ხალხს და ე.წ სტერეოტიპებს :) მაგრამ ვაი, რომ ხანდახან გონება ისე ბნელდება ვერ ხვდები რა არის კარგი და რა ცუდი... ან ბედისწერააო ვიძახით და ვაბრალებთ ჩვენს უნიათობას ჩვენს ბედს, რომელსაც მინდა გითხრათ (მე ასე მწამს და მჯერა) ჩვენ ვქმნით და წინასაწრ არაფერი გვაწერია... ჩვენი ნაბიჯები არ არის წინასწარ გაწერილი, რომ ვიბადებით შუბლზე არ გვაწერია შენ იყავი ბედნიერი ან შენ იყავი უბედური. უფალმა თავისუფალი ნება გვაჩუქა, თავისუფალი არჩევანი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების ნაბიჯები, რა თქმა უნდა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უფლის ნებას ანუ უფლის მიერ ჩვენთვის მოცემულ სახარებისეულ მითითებებს. საკუთარ ცხოვრებას ჩვენ ვმართავთ, გარკვეულ როლსაც ვთამაშობთ სხვების ცხოვრებაშიც, ეს თითქოს სოციალური ჯაჭვია... თუნდაც ავიღოთ ჩვენი შვილები, მათი ცხოვრების ფორმირებაში დიდი როლი მიგვიძღვის,  ვაძლევთ განათლებას, ვცდილობთ კარგი სამეგობრო წრე ყავდეს, მისი ნიჭის მიხედვით ვატარებთ სხვადასხვა წრეებში და ა.შ. 
  მინდა, რომ ცხოვრებაში არ არსებობდეს დაძაბულობა, სტრესი, სიძულვილი, ბოროტება და ა.შ.

   პ.ს. არა რაა, ოცნებები სულ კარგი მაქვს და მინდა რომ ახდეს :) :) :)

4 comments:

  1. მეც ამის თქმა მინდოდა და კიდეც დაწერე ;) დიდი ხანია არ დამიწერიაო :)

    მთავარია საკუთარ თავს არ ატყუებდეს ადამიანი და საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი, თორემ ცუდის მთქმელი სულ იქნება. გახსოვს მაცხოვარს მაშინდელი მღვდელმთავრები როგორ უსწორებდნენ, რჯულს არღვევ და არასწორად იქცევიო :) ჰოდა ჩვენ რომ წაღმა გავაკეთოთ და უკუღმა გაიგონ, ან უკუღმა უნდოდეთ გაგება, რაღა უნდა გაგვიკვირდეს ...

    :* :*

    ReplyDelete
    Replies
    1. თინიიი მართალი ხარ, ყველა ადამიანის მოსაწონს ვერავინ გავაკეთებთ, მაგრამ ხო შეიძლება ადამიანებს ერთამენთის მხოლოდ კარგი უნდოდეთა და ცუდს არას ვივლებდეთ გულში? ... მინდა ყველგან ბედნიეერბა სუფევდეს...

      Delete
  2. აუ , მეც როგორ მინდა , ცხოვრებაში არ არსებობდეს დაძაბულობა, სტრესი , განსაკუთრებით სიძულვილი დაბოროტება.
    ყველა სტრესს და ყველა დაძაბულობას ეშველება თუ კი ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ერთმანეთს, მე მახსენდება ერთი ნათქვამი, მეგობრისთვის გაზიარებული მწუხარება ნახევრდებაო და სიხარული ორმაგდებაო .

    ReplyDelete
    Replies
    1. ირიი ნეტა ეგრეც იყოს... არ არსებობდეს ამ ქვეყნად ეგ ყველაფერი, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ სამოთხე არ არის? ბედნიერება მხოლოდ სამოთხეში სუფევს... :)
      ნამდვილად, ნამდვილი მეგობარი ყველაზე დიდი იმედია ამ ქვეყნად...

      Delete