Friday, January 8, 2016

ფიქრები...

ფიქრები ჩვენი განუყოფელი ნაწილია.. ვფიქრობთ, ვფიქრობთმ ხან სულაც არ ვფიქრობთ :) ისე არ ვიც რა ჯობია ბევრი ფიქრი თუ უცებ მიღებული გადაწყვეტილება? ხანდახან იმდენად გატკენას თავს ფიქრები, რომ თავზე ბალიშს დაიფარებ და თავს აიძულებ, რომ არ იფიქრო, გინდა ტვინმა, გონებამ დაისვენოს... მაგრამ რა რთულია არა ფიქრების შეჩერაბა? ბევრჯერ მიცდია, რომ არ მეფიქრა, მაგრამ მერე იმაზე მეფიქრება, რომ არ ვფიქრობ :) ისე მიყვარს ფიქრები, როდესაც ძილი გამიტყდება ვფიქრობ და ვფიქრობ ხან წარსულზე, ხან მომავალზე, ამ ბოლო დროს ღამის ფიქრები მენატრება, აი ძილის წინ რომ იცის აკვიატება :) რატომ მენატრება? გადაქანცულს ისე ჩამეძინება ჩემს შვილთან ჩახუტებულს, ფიქრს ვეღარ ვასწრებ... არადა დრო იყო ფიქრებში ბევრი ჩემი ლექსი თუ ნოველის დიალოგი იბადებოდა :) ამიტომაც მენატრება ჩემი ფიქრები ანუ წერა მენატრება, რისი დროც ნაკლებად მრჩება ამ ბოლო დროს და გული მეთანაღრება... როცა ვწერ სითბოთი ვივსები, სხვა სამყაროში გადავდივარ, სხვა რეალობაში, ხან კარგში ხან კიდევ ცუდში :) აი, ისეთში მე რომ თავზე არ გადამხდენია და მიფიქრია ასე, რომ ყოფილიყო მე როგორ მოვიქცეოდი :)

კარგი იქნებოდა ადამიანები ბევრს ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითზე თან ისე ფიქრობდნენ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და სასიკეთო სვლებს აკეთებდნენ... ბევრჯერ ნაჩქარევი ფიქრი არასწორ სვლას გვაკეთებინებს და ხანდახან თავდაყირა გვიყენებს ცხოვრებას, ხანდახან კიდე ბევრი ფიქრიც არ ვარგა, შეიძლება ისე ავირიოთ ამ ფიქრების ლაბირინთში, რომ გამოსავალი ვეღარ ვიპოვოთ... ამიტომ როგორც ყოველთვის ოქროს შუალედს არაფერი ჯობია :)


ყველას ბედნიერ ფიქრებს და სასურველ ახალ წელს ახდენილ ოცნებენთან ერთად გისურვებთ :)

4 comments:

  1. ხატი, ფიქრის გარეშე რა არის ადამიანი, ფიქრი და თავისი საქციელის გაანალიზების უნარი უნდა ქონდეს ყველას, გადაწყვეტილება კი სწორი რომ იყოს კარგი დაფიქრება ნამდვილად ჭირდება, თუმცა ზოგჯერ ფიქრს ვეღარც ახერხებ და უბრალოდ გულის კარნახს მიყვები :) ოცნებები ახდენას გისრუვებ ამ ახალ წელიწადში ხატი.

    ReplyDelete
    Replies
    1. ირიი ჩემო ირინოლა <3 ხო ფიქრი აუცილებელია, თუმცა ამ ბოლო დროს ასე მგონია ხალხი აღარ ფიქრობს ისე, როგორც უნდა ფიქრობდეს... შენც ოცნებების ახდენას გისურვებ ირიი :*

      Delete
  2. კარგია ფიქრებთან მარტო დარჩენა. წმინდა მამები გვირჩევენ, სულისთვის სასარგებლო ფიქრები შევიწყნაროთ და არა ისინი, რომლებიც ზრახვების სახით შემოდიან ჩვენ გულში.

    კარგია, როცა ბავშვს ფიქრს ასწავლიან და საკუთარი აზრის ქონას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

    კარგი წელი გვქონოდეს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. თინათინ გეთანხმები :)

      შენც საუკეთესო წელს გისურვებ :*

      Delete