Sunday, January 10, 2016

შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში...

შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
ფოთოლცვენა დაწყებულა სულში...
ნეტავ რატომ, ნეტავ რისთვის?
დაიბუდა სევდამ გულში?
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
ცრემლები არ მიშრებოდა გუშინ...
სიმარტოვემ დაიბუდა სულში,
ზამთრის სუსხიც იგრძნობოდა გუშინ...
ფოთოლცვენა დაწყებულა ყველგან,
ფარფატებენ შემოდგომის ქარში...
სიცივემაც დაიბუდა სახლში...
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
იარები ჩარჩენილან სულში...
შემოდგომის გარდასულო წლებო,
დამიბრუნეთ გაზაფხული ჩემი...
შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
სიმარტოვემ დაიბუდა სულში...


ჩემი დილის ფიქრებში დაბადებული ლექსი :)

4 comments:

  1. რა სევდიანი ლექსია ... :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო სევდიანი გამოვიდა თინი, შემოდგომის ერთ ქარიან დილას წამებში აიმოითქვა ეს ლექსი ჩემს ფიქრებში :)

      Delete
  2. ,, შემოდგომის შეგრძნება მაქვს გულში,
    სიმარტოვემ დაიბუდა სულში ... "
    მაშინებს სიმარტოვე, სევდა ზოგჯერ უთქმელი

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო ირო მესმის შენი, ხანდახან მეც მაშინებს სიმარტოვე :)

      Delete