Tuesday, November 18, 2014

იყო ერთი კაცი

   მასზე ამბობენ, რომ ბედნიერი კაცია. ხო ალბათ შორიდან ბედნიერი, ჩვენ ხომ ადამიანები სხვის თვალში მუდამ ბედნიერები ვჩანვართ? სინამდვილე ხომ მხოლოდ ჩვენ ვიცით და ძალიან ვიწრო წრემ? :)
   მოკლედ, იმას ვამბობდი, სხვებს ის ბედნიერი ეგონათ, სინამდვილე კი ცოტა სხვანაირად ჟღერდა. ის თავს მარტოსულად გრძნობდა, პირად ცხოვრებაში სამივეჯერ არ გაუმართლა, არვიცი მას არ გაუმართლა თუ იმ გოგოებს.
      პირველი ცოლი კარგი გოგო იყო, მაგრამ მალევე გაშორდა. რატომ? ვინ იცის?
      მეორე ცოლიც არანაკლებ კარგი, მაგრამ მასაც გაცილდა, თუმცა მან შვილი აჩუქა.
      მესამე? მესამეც კარგი, მაგრამ აქაც არ შედგა, არ გამოვიდა...
     დიდხანს იარა მარტომ , ხან იქ წავიდა, ხან აქ, მაგრამ თავის ადგილი ვერსად იპოვა. ამ სიარულში, სტრესში, თავისებური განცდაა ალბათ სამჯერ, რომ დაგენგრევა ოჯახი. ყველაფერმა ერთად იმოქედა და ავად გახდა ჩვენი კაცი.
- სასწრაფო ოპერაცია გჭირდებათ, - ანალიზებს არ აცილებდა თვალს ექიმი. - რაც მალე, მით უკეთესი.
- მაინც? მალეში კონკრეტულად რამდენი დღე, საათი, წუთი იგულისხმება? - დაბნევით იკითხა
ექიმი ჩაფიქრდა. გაანალიზა მდგომარეობა პაციენტის და
- მაქსიმუმი 2 კვირა.
- კარგით. ჩავნიშნოთ ოპერაციის დღე.

   არაფერი უთქვამს არავისთვის, არც ოპერაციის ამბავი, არც ის, რომ ავად არის. რატომღაც მარტოობა უნდოდა, თუმცა კარგახანია ხვდება, რომ მარტოა...

 "დღეს რაღაც უცნაურად ვარ" - ტელევიზორთან იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა, - "გული უცნაურად ცემს, ნეტა ხომ არის მშვიდობა ჩემს თავს?"
-რას უყურებ? - გვერდით ჩამოუჯდა ქმარი და სხვა არხზე გადართო.
"უვიცი... ის ამას არასდროს იზამდა..." თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ რას იზამ? როცა ცხოვრება სასტიკი იქნება შენს მიმართ? "არაა, რაღაც ტანი ცუდს მიგრძნობს... " ისე განაგრძო ფიქრი ქმრისთვის არც კი გაუცია პასუხი.

- ემიი, ემი სად ხარ?
-აქ ვარ დედიკო. - უცინოდა შოკოლადით ტუჩებმოთხუპნული.
-წამოდი დედი, დავიბანოთ და მერე მამას დავურეკოთ, რა ხანია არ დაურეკავს ჩვენთვის.
-ეხლავე დედიკოო, - გახარებული ბავშვი წამოფრინდა და პირდაპირ აბაზანას მიაშურა. მე მამიკოს უნდა ველაპარაკოო, მე მამიკოს უნდა ველაპარაკო - ღიღინებდა თან.
ემი გამოსული არ იყო აბაზანიდან დედას გული შეუწუხა:
- ჩქარა დავრეკოთ მამასთან რააა :)
-ჯერ გაიმშრალე, მოწესრიგდი და მერე.
მთელი დღე რეკავდნენ, მაგრამ ტელეფონი მუდამ იძახდა : "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან"

- როგორ არის? - შეშინებული თვალებით შეეჩეხა და გააჩერა ნაცნობი ქალი.
- ვინ როგორ არის? - დაიბნა ის მოულოდნელი შეხვედრითა და დასმული კითხვით.
- ვინ და, ჩემი ყოფილი ქმარი?
- კარგად უნდა იყოს, არ შევხმიანებივარ რა ხანია და რატომ მეკითხები ასე დაფეთებული და შეშინებული? ხომ არის კარგად? - იქეთ შეშინდა და ჩაეძია ქალს.
- არც მე ვიცი, რაღაც უცნაურად ვარ ამ ბოლო დროს, სულ "ის" მელანდება ... და ვიფიქრე ეტყობა რაღაც უჭირს და მე არ ვიცი-თქო... არადა ვერ ვუკავშირდები, მობილური გამორთული აქვს... თუ რამე გამაგებინე რაა...

     მას ეგონა, რომ   მარტო იყო ამ ქვეყნად, ეგონა, რომ ის აღარავის უყვარდა, აღარავის ჭირდებოდა. იწვა თავისთვის პალატაში, გრძნობდა უკეთ, რომ იყო, მაგრამ ფიქრობდა რისთვის ან ვისთვის ღირდა ეს ყოველივე? მაგრამ ჯერ წინ ჰქონდა ცხოვრება , ამის იმედითღა იყო...

    ხომ იცით იმედს, რწმენას როგორი დიდი ძალა აქვს? როცა გწამს, გჯერა, როცა შენს ძალებში ხარ დარწმუნებული, როცა უფლის წყალობის გწამს, უკვე ძლიერად ხარ და არ უშინდები არაფერს, თუნდაც იმას, რომ შეიძლება ამ ქვეყნად არავის ჭირდებოდე, არავის უყვარდე, მაგრამ უფლისთვის აგრძელებდე ცხოვრებას...

    დადგა საავადმყოფოდან გაწერის დღეც. წასვლა არ უნდოდა, მას ხომ არავინ ელოდა, ან ვინ დაელოდებოდა როცა არავინ არაფერი იცოდა, თუმცა ფიქრობდა ვინც მასზე ღელავდა მის ამბავს, მის ამდენი ხნით გაუჩინარებას აუცილებლად შეამჩნევდა და ა.შ. მაგრამ აქაც თავი ქონდა დაზღვეული, ქვეყნის გარეთ გავდივარო თქვა. მოკლედ ეგოისტურად მოიქცა.

   კაცი, საავადმყოფოს ეზოში გამოვიდა და ... გაშეშდა, ხო მოულოდნელობისგან გაშეშდა, მისი წინ სამი ქალი იდგა, სამი ქალი რომლებაც მისი ცხოვრება შეცვალა და რომლებსაც ალბათ ცუდად მოექცა, ყველაზე ნაკლებად ელოდა მათ აქ ყოფნას, ყველას, ყველას იფიქრებდა ოღონდ მათ არა და თან სამივეს ერთად...

  ასე იცის პირველმა სიყვარულმა, ის შენს გულში მარად რჩება, მისი ადგილი შენი გულის კუნჭულში სადღაც გაქვს გამოყოფილი და შავ ფარდას აფარებ, რომ არავინ დაინახოს, არავინ იგრძნოს, რომ შენ ვიღაცის სიყვარულის იმ შავი ფარდის უკან მალავ, შენც ცდილობ არ მიუახლოვდე, არ შეეხო და არ გააღიზიანო, არ აიშალოს მოგონებების დღიური... მაგრამ როცა მის ცუდად ყოფნას გებულობ, როცა იცი მას უჭირს და ა.შ. ყველას და ყველაფერს უკან ხევ და მასთან მიდიხარ, იმიტომ რომ მოგონებების დღიური იშლება და თავს გახსენებს დადებით ემოციებს და მიდიხარ მასთან, რომ იხილო მისი კარგად ყოფნა, შემდეგ დახურო დღიური და ისევ იმ შავი ფარდის უკან გადამალო საგულდაგულოდ...

2014 წლის 18 ნოემბერი

2 comments:

  1. საუკეთესო შეგრძნებაა, როცა იგრძნობ, რომ მარტო არ ხარ , შენზე ღელავენ , უყვარხარ !

    ReplyDelete
  2. კი ირო მაგაზე საუკეთესო შეგრძნება ალბათ არაფერია, როცა გგონია არავის სჭირდები, არავის უყვარხარ და ამ დროს აღმოაჩენ რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაცას სჭირდები :)

    ReplyDelete