Monday, November 24, 2014

დაკარგული

ოთახში, რომ შევდეი ფანჯრის რაფაზე იყო შემოსკუპებული, ფეხებზე ხელი ჰქონდა შემოჭდობილი, მუხლებზე თავი ჰქონდა დადებული და სევდიანი მზერით გასცქეროდა შემოდგომის ფოთოლცვენას. მივხდი, ყველაფერი რიგზე არ იყო...
ჩუმად მივუახლოვდი და მხრებზე მოვეხვიე:
- რა იყო ცუნცულ? რაზე ჩაფიქრებულხარ?
- შენა ხარ? - მისი დირონი თაფლისფერი თვალები შემომანათა
-ხო, - თავი დაუქნიე და თმებზე ხელი გადავუსვი, ჩემი უმცროსი დაიკო, რომელიც შვილივით გავზარდე. - რა ხდება ჰა? ხომ ვიცი ასე როცა ზიხარ  რაღაც გიჭირს - თბილად გავუღიმე.
-ხო, - თავი ჩაღუნა და ისევ ფანჯარაში გაიხედა, - ისევ მესიზმრა, ხშირად მესიზმრება, ისევ ერთად ვართ, ერთად ვიცინით, ვხალისობთ, ვცელქობთ, აი ისე როგორც ადრე... გული მითბება და დილით კი, რომ ვიღვიძებ აღმოვაჩენ - სიზმარია?! აი, ძალიან მენატრება... რატომ დავკარგეთ ერთმანეთი? აი გული მტკივა, მე ტყუილი ვერ ვაპატიე, მან კიდე ჩემი სიმხდალე და ასე დავიკარგეთ, გაწყდა კავშირი... არადა იცი, რომ ვუფიქრდები ის ეხლა ისევ ჩემთან, რომ იყოს სხვა ხალისი, სხვა ფერები იქნება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვაი, რომ უკვე გვიანია... დიდი დროა გასული, ძალიან დიდი დრო... მე კიდე გული მტკივა, როცა მესიზმრება მგონია რაღაც უჭირს და შველას მთხოვს, მაგრამ მე მის შესახებ უკვე რა ხანია არაფერი მსმენია, არაფერი გამიგია და ყოველი სიზმარი მოგონებებს მიშლის, წარსულში მაბრუნებს, ვხვდები ბევრ შეცდომებს და გული მტკივა ასე რომ დავიკარგეთ, აი ასე ეხლა რომ ვფიქრობ ძალიან უბრალოდ... ბევრჯერ მიფიქრია სადმე, რომ შემხვდეს როგორ მოვიქცე? მივიდე? ჩავეხუტო? ვაი, რომ ხელი მკრას? არ მიმიღოს, მაგრამ რა გასამტყუნებელი იქნება? ნეტა თვითონ მნახოს მაინტერესებს თუ დამიძახებს? თუ მოვა? მე მას მივიღებ, რადგან ისევ მიყვარს, ის ხომ ჩემი გიჟმაჟი მეგობარი იყო? 
ისე სევდიანად საუბრობდა გული შემეკუმშა, გაუჭირდა მეგობრის დაკარგვა, თანაც თავს იდანაშაულებს უკვე და ძალიან განიცდის...
-ცუნცუულ, - თავი შემოვაბრუნებინე და თვალებში ჩავხედე - ჩემო პატარავ, ნუ განიცდი ასე, რა იცი რა ხდება? ცხოვრება რას გიმზადებს? თან შენ ხომ უამრავი მეგობრები გყავს? ხდება ხოლმე, ზოგი მეგობარს კარგავს, ზოგი ნათესავს და ასე... დატკბი შენი ცხოვრებით და ნუ განიცდი ასე...
- იცი რა მიკვირს დაიკო? მე ასე განვიცდი ჩემი მეგობრის დაკარგვას, და შვილებს რომ ტოვებენ, დედებს რომ ტოვებენ, მოკლედ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს მიატოვო და დაკარგო? ის ხომ ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის? მაგრამ ამას მე ახლა ვხდები, რომ ადამიანი არ უნდა დაკარგო... როცა უკვე დავკარგე... ეჰ, ძალიან განვიცდი მართლა...
- ხომ იცი ბევრჯერ გვიან ვხვდებით ბევრ რამეს... - არ ვიცოდი როგორ დამემშვიდებინა...

ქუჩაში მიდიოდა ჩაფიქრებული, ყვითელ ფოთლებს მიაშრიალებდა, ცა ისე იყო მოფიქრებული თითქოს გათოვებას აპირებდა: "ნეტა მოთოვოს, ვივლიდი ბევრს ამ თოვაში და იქნებ გავხალისდე..." - ამ ფიქრებში იყო, რომ 
-დეიდა, დეიდა - ჩაესმა პატარა ბავშვის ხმა - ყელსახვევი დაგივარდათ.
შემობრუნდა და მისი წინ ცუცქნა გოგო იდგა და ხელში მისი ყელსახვევი ეჭირა.
- მადლობა, ჩემო პატარავ. - გავუღიმე - რა საყვარელი და ყურადღებიანი ხარ. - ჩანთაში ჩავიდე და მივეფერე.
-ემა, მოდი მალე - ჰაერში ძალიან ნაცნობი, მაგრამ ძალიან შორეული ხმა გაისმა, მთელ ტანში გააჟრიალა, სუნთქვა შეეკრა, თავს ძალა დაატანა და მობრუნდა, ერთმანეთს 10 მეტრი აცილებდათ, ორივე იდგა და ერთმანეთს უცქერდნენ, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას არცერთი ჩქარობდა, სუნთქვა გახშირდა და თვალები ცრემლებმა დაფარა. "ის არის, ის არის" გულები გამალებით ცემდნენ, წამებში დაიფარა მანძილი და კარგახანს იდგნენ ჩახუტებულები...

როცა გინდა ჩატეხილი ხიდის აღდგენა, როცა გინდა ყველაფერი ცუდი დაივიწყო და ახალი ფურცლით ახალი ურთიერთობებით დაიწყო, როცა ერთი შეცდომის გამო კარგავ ყველაზე ძვირფასს, მაგრამ ეს დაკარგვა შენ მოუნანიებელ ტკივილად გაწევს,მაშინ უნდა დათმო ,  დათმო და დაიბრუნო... 

24.11.2014წ

No comments:

Post a Comment