Friday, November 21, 2014

ღმერთო, რა შევცოდე ამის ფასი?

- ღმერთო, რა შევცოდე ამის ფასი? - წამოვიძახე გაბრაზებით და უცებ გავჩუმდი, ხო გავჩუმდი, უცებ თავში რაღაცამ ინათა, და მწარედ ვინანე...

ჰმ, თურმე რა შევცოდე?!

რა არ შევცოდე ნეტა?

 მე ხომ ყოველდღიურად ათას ცოდვას ჩავდივარ, უფალს გულს ვტკენ და კიდევ იმას ვიძახი (ეხლა აღარ !!!) "ღმერთო, რა შევცოდე ამის ფასითქო?"...

 უმადურობა ჩანს ყველგან, შეიძლება სახლიდან ისე გამოვიდე ლოცვა არ წავიკითხო, ვიღაც განვიკითხო, ვიღაცაზე ცუდად გავიცინო,  თუნდაც უმიზეზოდ გავბრაზდე, წირვა გავაცდინო, არ ვეზიარო , სიკეთე შეიძლება ათასი ცოდვიდან ერთხელ გავაკეთო და მრავალი სხვა და ამ დროს უმადურად ვთქვა " ღმერთო, რა შეგცოდე?" როცა უფლის წყალობას მუდამ ვგრძნობ? მყავს მშობლები, ოჯახი, შვილი, სამსახური, მეგობრები, არ მშია, არ მწყურია, არ მცივა და ა.შ. არადა, ჩემნაირ ცოდვლიანი სულს ამ ყოველიევე სიმდიდრის მქონეს  მხოლოდ  "მადლობელი ვარ შენდა უფალო" უნდა ხდებოდეს  ბაგეებიდან...

მაპატიე შენ უფალო და მადლობა, რომ გონება გამინათე და ჩემგან (მაქსიმალურად ვეცდები) აღარ გაიგონო წუწუნი "ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი?"


No comments:

Post a Comment