Thursday, December 4, 2014

ფოთლები ცეკვავენ ტანგოს



ფოთლები ცეკვავენ ტანგოს
შემოდგომის ქარი ქრის და
ფოთლები ცეკვავენ ტანგოს,
შენ მოაბიჯებ ამაყად, ლაღად
და ფარჩად გეგებიან ჭადრის ფოთლები...

მოდიხარ, შენი მწველი მზერით, გამჭოლი ხედვით,
ქარი კი გიწეწს ოქროსფერ დალალს...
მოდიხარ, მოქრიხარ...
ჩემს გულს კი კლავს წყურვილი.
ჩემს გულს კი კლავს სურვილი,
გულში ჩაგიკრას,
გიკოცნოს თვალები
გეალერსოს ოქროსფერ დალალზე და
დიდხანს იბუტბუტოს მისთვის მწველ გრძნობაზე...

შენ მოდიხარ, შენ მოქრიხარ და
ვერ მამჩნევ ჭადრების რიგში...
ისევ ფარფატებენ ყვითელი ფოთლები,
ისევ ცეკვავენ ცეცხლოვან ტანგოს,
მე ისევ გელი, მე ისევ გნატრობ,
მე ისევ ვბუტბუტებ საყვარელ სახელს,
მე ისევ მწვავს გრძნობა შენი,
მე ისევ, მე ისევ იქ ვარ ჭადრების რიგში...
შენ მოდიხარ, შენ მოქრიხარ,
ამაყად, ლაღად...
ბაგეს გიპობს მაცდური ღიმილი,
ოქროსფერ დალალს გიწეწს
შემოდგომის ცელქი სიო
და ისევ ცეკვავენ ფოთლები ტანგოს...

13.12.2008 წ

No comments:

Post a Comment