Thursday, February 5, 2015

ცხოვრებისეული ეპიზოდი 2

გიო და კალია

     აგვისტოს ცხელი დღეები იდგა. ღამეც ისე ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა. ყველაფერი რაც შეიძლებოდა გაღებულიყო და ორპირი ქარი წარმოეშვა (სად იყო თუ არა კი) ღია იყო. გიოსაც მშვიდად ეძინა ღია ფანჯარასთან იმ იმდით, რომ მალე გათენდებოდა და კომპიუტერს მიუჯდებოდა, მაგრამ ოცნება ერთია, რეალობა კი ...
    ჩვენ გიოს დიდი მწვანე კალია ესტუმრა და უშფოთველი ძილი, ფერად სიზმრებთან ერთად, დაუფრთხო.
   - ვაიმეე, კალიააააა - აღრიალდა და დაფეთებული წამოხტა, მერე კალია და გიო ერთად დახტოდნენ, სანამ ბიჭმა საიქიოს არ გაისტუმრა მწერი.
    შეშინებულმა გიომ ყველა კუთხე დაათვალიერა, გადასაფარებელიც შეამოწმა, დაწვა და ხმამაღლა დაიწყო ფიქრი:
    -ვაიმე, რომ არ გამეღვიძა და ეკბინა?! - შიშისგან გუგები გაუფართოვდა - არა, არა !!! - თავი გააქნია - რომ ეკბინა და მომკვდარიყავი? - სასოწარკვეთით წამოიძახა - კიდევ კარგი გადავრჩი... - მიყუჩდა.
   მერე უცებ წამოხტა, შუქი აანთო და მოკლული კალია კვლავ შეამოწმა, ფაქტიურად "საკონტროლო გასროლა" ჩაუტარა.
    - მკვდარია, არ გაცოცხლებულა! უჰ! - ამოისუნთქა და მშვიდად გააგრძლა ძილი.
 

 

6 comments:

  1. ზაფხულის მოსვლა მეშინია კალიების გამო.
    ჩემთვის კოშმარია ნამდვილი.
    ნეტა იმას ვისაც არ ეშინია :)))))

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, არც მე მეხატება დიდად გულზე კალიები :) ეს ჩემს მეგობარს გადახდა წლების წინ :) თან შემსწრე ვიყავი ამ ყოველივესი და რო ვკითხულობ სულ ის ღამე მახსენდება და მაგრად ვხალისობ :)

      Delete
    2. ერთ წელს იყვნენ ძალიან ბევრი, გაეროსაც კი მივწერე მეილი, რამე გვიშველეთ-თქო :)

      Delete
  2. ხატი, უნდა გამოვტყდე, რომ ნამდვილად ,,დაუპატიჟებელი სტუმარი " კალია, ტარაკანა და მისებრ, მეც დამიფრთხობდა ძილს და გიოზე უარესიც, ალბათ, დამემართებოდა :)))
    ამ ამბის გახსენება კი სულ გაგახალისებს .

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო იროო, მე ღამურებმა შემაშინეს ერთ ღამეს, ღია ფანჯარაში შემოფრენილან და შუქი რომ ავანთე აფრიალნდნენ, კივილ-კივილით გავარდი მშობლებთან, ბოლოს მამიკოს დახმარებით გაფრინდნენ... მას მერე ზაფხულობით სულ შიშით შევდივარ ოთახში :) :) :)

      Delete