Wednesday, February 18, 2015

ცხოვრებისეული ეპიზოდი 3

უზრუნველყოფილი-არაუზრუნველყოფილი

პროგრამაში საქმე შემყავდა, მთელი დოკუმენტაცია მაგიდაზე მქონდა გაშლილი, როცა კარების ხმა გავიგონე და ინსტიქტურად იქეთ მხარეს გავიხედე, მაინტერესებდა ვინ იყო, ჩვენთან მოდიოდნენ თუ მეორე სართულზე "არქიტექტურაში" (დიდი სახელი ქვია შპს-ს, ასე უფრო მოკლეა:) ). შავებიანი სუსტი ქალი შემოვიდა, ძალიან მორიდებით მომიახლოვდა:
-ბატონი რეზო არ არის? - თან მორიდებით აქეთ იქეთ იცქირებოდა.
-არაა, გასული არის - ვუპასუხე 
-იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ? - საქმეებით სავსე ბაინდერი მაგიდაზე დადო ირინამ .
-იცით, მე საბანკო ანგარიში მოვიტანე, სახლი გაიყიდა აუქციონზე და რაღაც ნამეტი თანხა დარჩა ჩვენთვის... - ჩუმად საუბრობდა ქალი
-თქვენი სახელი და გვარი?
-მე და ვარ ...
-თქვენი დის გვითხარით - კვლავ ირო შეეკითხა, ქალმა უცებ გვითხრა - აა, გასაგებია და მერე ჩვენ დავიტოვებთ ანგარიშის რეკვიზიტებს და მივამაგრებთ პროგრამულად.
-აგერ აიღეთ, - მოგვაწოდა ფურცელი - ჩემი დისშვილის საბანკო რეკვიზიტებია.
-მინდობილობა გაქვთ, რომ დედამისი შვილს აძლევს უფლებას მის ანგარიშზე დაირიცხოს ნამეტი თანხა?
-არაა, არ მაქვს.
-მაშინ, იქნებ თქვენი დის მოგვიტანოთ, თორემ ისე თანხა არ დაირიცხება.
-კარგით მადლობა - გაბრუნდა, უცებ რაღაც გაახსენდა და მოტრიალდა - რომელამდე ხართ?
-ჩვენ 5 საათამდე აქ ვართ.
-კარგით.
ვუყურებდი, ამ ქალს და გული მეწვოდა, ზოგს როგორ იოლად ატყუებენ ან ტყუვდებიან... ვუყურებდი და ვხედავდი, ის მშორმელი, პატიოსანი და გაჭირვებული ადამიანი იყო, ასევე იქნებოდა მისი და, რომელმაც სამწუხაროდ სახლი დაკარგა, რადგან არავინ არ აუხსნა მისთვის გასაგებ ენაზე არც იპოთეკის  და არც სესხის ხელშეკრულების პირობები. სამწუხაროდ დღესდღეობით ბევრი არის ასეთ მდგომარეობაში.
საღამოს ეს ქალი სირბილით მოვარდა, ვიჩქარეო თქვა და მორცხვად გაგვიღიმა. მივხვდი ჩვენს მიმართ კეთილგანეწყო :) ანგარიში დაგვიტოვა და წავიდა. წავიდა და გული უფრო მეტკინა ვიდრე დილით... ადამიანი შრომობ, წვალობ და იმ ასაკში როცა შენი ნაშრომით უნდა დატკბე, ღია ცის ქვეშ რჩები...

მობილური აწკრიალდა:
-რა იყო, ამ დილა უთენია, რომ რეკავს საკრედიტო ბიურო - გამეცინა და იროს თვალი ჩავუკარი - გვაცადოს მოსვლა :) იქნებ ყავას ვსვამთ :)
-გამარჯობა, ხატია ხარ თუ ირინა?
-ხატია ვარ, 
-მოკლედ ვერ განსხვავებთ ხმებით. რო ვიფიქრებ ირინა ხომ არ არისთქო, შენ იქნებ და ასე ... ისე გარეგნულადაც გავხართ ერთმანეთს?
-არა ბატონო თენგიზ, ტელეფონში ვგავართ ხმებით - გამეცინა
-კარგი ხუმრობა იქეთ იყოს და ბანკმა მომწერა სამ კლიენტზე, რომ დავალიანებები გაუნულებიათ ხოდა, მართალია ხომ?
- კი, ბატონო თენგიზ. - გამეღიმა.
-მაშინ მომწერეთ რა მეილზე, რომ გაუნულდათ დავალიანებები,  ამოვბეჭდავ და საქმეში ჩავაკრავ.
-კარგით, ბატონო თენგიზ. - შუბლზე ხელი შემოვიდე, ამ ჟესტით ირო მიხვდა, რაღაც ვერ იყო კარგად და თვალით მანიშნა "ჰე ამოშაქრეო" - ეს კაცი ცოტა ვერ არის ხომ?
-რატომ?
-ბანკი, როცა გვწერს მოვალეს დავალიანება გაუნულდაო, ჩვენ ხომ ვასრულებთ წარმოებას? ეს კიდე მათ არ უჯერებს და ჩვენი დასტური უნდა... ვახ, რა უცნაურად არის ხალხი მოწყობილი - გამეცინა.
ისევ აწკარუნდა ტელეფონი.
-ისევ ისინი არიან, - სახე დავმანჭე - დიახ, ბატონო თენგიზ. ხატია ვარ - დავასწარი თქმა, სანამ მარჩიელობას დაიწყებდა ისევ.
-ხო, ხატია - რაღაცნაირად ხმას უჭერს, რომ საუბრობს, -  მოვალე ჯარჯია ისევ გვატყუებს ხომ?
-ხო, რავიცი
-ხო იცით ხატია მოვალეები ძალიან თაღლითობენ, გვაწვალებენ, არცერთი არ არის დასანდობი. რაც მე მაგას მოვეხმარე და მაინც ასე ცუდად იხდის დავალიანებას და თქვენ საინკასო დავალება ხომ გაქვთ წარდგენილი?
-კი, ბატონო თენგიზ, საინკასო დავალებაც და ყადაღებიც ადევს, იქ სადაც უფიქსორდება საბანკო ანგარიშები.
-რომ გადმომიგზავნოთ შეგიძლიათ დოკუმენტაცია? საქმეში მინდა რო ჩავაკრა, თან უფროსობა მთხოვს.
-კარგით, არ არის პრობლემა. - ყურმილი დავდე, - ვაახ, არა რაა, ეს რომ, ითხოვს ამდენ დოკუმენტაციას ისე არცერთი ითხოვს, ალბათ ფურცლების შრიალი მოწონს - გამეცინა და საქმეს შევუდექი.
-გოგოებო გცალით? - ჩამოგვძახა ქეთიმ, - შესვენების დროაა
-უფს, რა დრო მოსულა - საათს გახედა ირომ - მაღაზიაში გადავალ და რამე ხო არ წამოგიღოთ?
-მე წამომიღე რაა - გადმოიხედა ნინიმ
-კარგია დასვენება, - ხელები გავშალე.
მიყვარს შესვენების პერიოდი, ყველა ერთად ვართ და ვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, თან ერთმანეთის საჭმელებს ვაგემოვნებთ.
-"გოციკო" მოვიდა - თვალი ჩამიკრა ქეთიმ.
-ეგ კაცი ფაქტიურად ჩვენი თანამშრომელია, უბრალოდ სხვაგან აქვს ნაქირავები ადგილი, - ყველას გაგვეცინა.
-ეგ გვაკლია თანამშრომლად და ავეწყობით პირდაპირ - თქვა ნინიმ.
-აბაა.
- ეგ, რომ შემოდის ვის ვამგვანებ იცით? აი, კინო ფილმ "სიყვარული ყველას უნდა" - ში, რომ არის " თავჯდომარე არ მოსულაა? არაა! ვახ სად დაიკარეგება ხოლმე?! " და გარეთ, რომ გავარდება, ეს შემოვა და მაგ კილოზე ამბობს "რეზო არ არის?  არა! კარგი დავრეკავ მაშინ ან წიგნს ვნახავ "
- მაგარი ტიპია ეგ
- იმიტომაც არის ლეიბორისტი
მობილური აწკრიალდა.
-საკრედიტოა? - მკითხა ირომ
-ხო , მაგენი ყოველთვის შესვენების დროს რეკავენ - ხმა გავუთიშე მობილურს და ჭამა განვაგრძე.
ეხლა ირინას მობილური აწკრიალდა.
-იროსთან რეკავენ ეხლა - გამეცინა
-ხოო, - დამეთანხმა ირო და მანაც გაუთიშა ხმა მობილურს - ისედაც 20 წუთი ვართ შესვენებაზე.
შესვენებიდან ჩვენს სამუშაო ადგილებს, რომ დავუბრუნდით, იქვე სკამზე ქალი გველოდებოდა.
-ჩვენ გვიცდით?-  ჰკითხა ირინამ
-ბატონ რეზოს - მორიდებით გვიპასუხა
-ბატონი რეზო ახლა არ არის და იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ? მისი თანამშორმლები ვართ.
-მართლაა? - გაუხარდა - იცით,  მე უზრუნველყოფილი სესხი მაქვს სახლით... მაინტერესებს ჯერ აუქციონზე ხომ არ გაგიგზავნიათ?
-თქვენი სახელი და გვარი? - კითხა ირინამ
-ჯაჯო ჯაჯანა...
-აა, ეგ საქმე მე მაწერია - ვუთხარი მე - არა, ჯერ არ გაგვიგზავნია, ექსპერტის დასკვნას ველოდებით და შემდეგ თუ კრედიტორი გვეტყვის გააგზავნეთო, არ დაველოდებით ერთ თვიან ვადას და გავაგზავნით.
-ვაიმე, შვილო ... - ატირდა - ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის გამოვიტანე ეგ სესხი, ჯანმრთელი, ჯანსაღი გოგო იყო, მუშაობდა ფარმაცევტად, მაგრამ ერთ დღეს მის ცხოვრებაში რაღაც მოხდა, რამაც მის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედა და დავიღუპე მას მერე... 30 წლის არის, არც ტანს იბანს, არც წერიგდება, დღეები უნდა ეხვეწო ყველაფრის გამო... მაგრამ ამ მკურნალობამაც არ გამოიღო შედეგი... ეხლა რო სახლი გამეყიდოს? როგორ უნდა მოვიქცე? - ცრემლები მოიწმინდა
მე და ირო გულმტკივნეულები ვუყურებდით, რადგან ჩვენთან იშვიათად მოდის საქმეები, როცა აღებული თანხა ჯანმრთელობისთვის უნდათ, ძირითადად ვალებს იღებენ რემონტის, ქორწილის და ასეთი საყოფაცხოვრებო პრობლემებისთვის სასწორზე აყენებენ თავიანთ სახლს, ქონებას, რომლის მეტი არა გააჩნიათ რაა...
გულდამძიმებული წავედი იუსტიციის სახლში. პირველი სივრცე დიდი მოკითხვებით შემხვდა :
- გამარჯობა - მივესალმე მაკას
- გაგიმარჯოს, რა გვაქვს?
- რ ამექნება? ყადაღები და ინფორმაციები - გამეცინა
- მოკლედ აყადაღებთ და აყადაღებთ, რა გენაღვლებათ?
- კი მენაღვლება, მაგრამ მე რას ვიზამ? თვითონ არ უკვირდებოდნენ მე რა ვქნა?
- გეთანხმები, ჩემო ხატია. როცა ხელფასი გაქვს 500 ლარი და სესხის შესატანი კი გაქვს 1000 ლარი, აბა რა იქნება?
- კი სამწუხარო და მწარე რეალობაა... ბევრს მართლა პრობლემის გამო აქვს აღებული, მაგრამ ბევრს რემონტის, ქორწილის, მანქანის გამო ... სახლს აიპოთეკებენ და ... გაგაცინო? მე პირადად არ მქონია, მაგრამ ერთმა კრედიტორმა მითხრა, რომ მის მოვალეს სახლი გაეყიდა რის გამო იცი? საძინებელი უყიდია, სახლი იპოთეკით დაუტვირთავს, მერე სესხის გადახდა ვერ შეძლო და სახლი აუქციონზე გაეყიდა, ან რა საძინებელი იყიდა ასეთი ფასიანი? შოკი მივიღე...
- ეგ რა არის, მაგიც სასწაულია პირდაპირ, მაგრამ მე მყავდა პიროვნება, რომელსაც ყური ჰქონდა მოკრული, რომ თუ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ექნებოდა სესხი აღებული, სესხს სახელმწიფო დაუფარავდა ?! ხოდა ამ კაცმა 20 000 დოლარი აიღო სესხად, იპოთეკით დატვირთა ქონება, არადა ტიპს საერთოდ არ ჭირდებოდა ფული ....
- ვაიმეე, - გავოგნდი - ვაახ, მერე ეხლა პარლამენტის წინ დგას ტრაფარატებით თუ იცი?
- ალბათ... ეჰ, ასეა ასე, ბევრს უჭკუობით ემართება, ზოგი რისკავს... მაგრამ ყველა მეცოდება... იპოთეკარებიც სარგებლობენ ამ ყველაფრით და მოკლედ მძიმე სიტუაციაა...

ვზივარ და ვფიქრობ, რამდენ ადამიანს უჭირს, უამრავს... თითქმის ყველას აქვს სესხი, უზრუნველყოფილი თუ არაუზრუნველყოფილი, ზოგი ძმაკაცის ფულს იხდის, ზოგს მამიდაშვილის გამო ეყიდება სახლი, ზოგი კიდე მატრაკვეცობის გამო ახალ გარემონტებულს კიდე არემონტებს, ზოგს დიდი ქორწილი უნდა, მეზობელს ან ნათესავს ხო უნდა აჯობოს და ალაპარაკოს ყველა? ზოგი ტანსაცმელების გამო იკიდებს ვალებს, მოკლედ არავინ ვართ დაზღვეული არაფრისგან, მაგრამ ყველას გვაქვს აზროვნების უნარი ხო? ნუ ბევრს არ აქვს ამაში დავრწმუნდი რა ხანია, მაგრამ ვინმე ხო უნდა გყავდეს ვისაც ჰკითხავ? მარა შეიძლება ეს ვინმეც არ იყოს აზროვნებით გამორჩეული... ადამაინებს შეუძლიათ ვალები აღონ ერთმანეთის ჯინაზე, რომ უკეთ იყვნენ, იმან თუ 100 კაცანი ქორწილი გააკეთა, ამან 200 კაციანი, რომ გააკეთოს, რძალი ან სიძე ოქროებში ჩაფლოს სხვების დასანახად და 3 თვეში კი კისრიდან ჩამოხსნას, რომ პროცენტების დაფარვა შეძლოს და სახლი როგორმე გადაარჩინოს, ზოგი ვიღაცას დაუდგა თავდებად და სხვის ვალის გადახდა მოუწია, იმიტომ, რომ არ იცის რ არის თავდებობა, რა რისკები ახლავს მას... მახსოვს ჩემი ახლობელი, გახარებული მოვიდა ჩემს მეგობარს სესხი დაუმტკიცდა, მე თავდები ვარ და ეს ფაქტი ავღნიშნეთო!!! მე გამიკვირდა, მაგრამ რადგან ბედნიერი იყო, ხომ ვერ ვეტყოდი თვდებს რა ფუნქციები ჰქონდა? არა, ღმერთმა ყველას მიცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი ვალები დაფარონ, მაგრამ ცოტა კომპეტენტურ პირებსაც რო დაეკითხონ რაღაცეები კარგი  იქნება, მითუმეტეს ათასი უფასო იურდიული მომსაუხრეობა არსებობს... სამგზავრო მარშუტში ერთი კაცი მეორეს ეუბნებოდა:
-ამ დარბაზში ვიყავი გუშინ ორმოცზე, რა პურმარილი ქონდა, გაგიჟდებოდი, მე თუ მკითხავ ზეტმეტობა იყო. 35 კაციან მაგიდაში 1400 ლარი გადაიხადეს, გოჭი არ იყო თორე სხვა ყველაფერი ქონდათ.
- მართალი ხარ ზედმეტობაა, ნამდვილად. მერე ვიღაც გაჭირვებული გაიგებს და ტყავს გაიძრობს და არ ჩამორჩება, მერე დაედება ვალი და უნდა ისტუმროს წლობით, ხომ გაგიგია : საბანი საქამდეც გაგწვდეს, იქამდე დაიფარეო, მაგრამ ერთმანეთის ჯიბრობა ღუპავდა და ღუპავს ქართველებს.
მართალია, საბანი საქამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო, მაგრამ ეს ანდაზა მგონი ბევრმა არც იცის? ჰმ, ბევრი მის სახელს ვერ წერს და ეს ანდაზა საიდან ეცოდინება? ამიტომაც ტყუვდებიან, ამიტომაც სარგებლობენ ამით იპოთეკარები, ბოლომდე არ უხსნიან ხელშეკრულების არსს ან უხსნიან და ისინი ვერ გებულობენ... ეს უფრო სწორი მსჯელობა იქნება, ვერ გე-ბუ-ლო-ბენ !!!

- დილა მშვიდობისა, ირინოლააა
- დილა მშვიდობისა ხაატ, მარტო ხარ? - ზედა სართულზე აიხედა ირომ
- არაა, ქეთიც არის.
- პრივეტ ქეთიიი - ასძახა მხიარულად და ჩანთა მაგიდაზე დადო.
- გამარჯობათ  - ამასობაში ნინოც მოვიდა.
- პრივეტ, პრივეეტ
- ორჯერ მისალმებაზე ჩვენი "პერანა" მახსენდება - გაიცინა ირომ
- აუ, ამასწინ რა "ზმანზე" იყო: ლურჯი დუტი ეცვა და თავზე მგონი მისი შვილის ქუდი ეხურა - აგვიტყდა სიცილი. ამასობაში მობილური აწკრიალდა
- ალო, გისმენთ - ვუპასუხე
- ....
- დიახ, ბატონო კახა .  ერთი წუთით დამელოდეთ, პროგრამაში გადავამოწმებ ყველაფრეს. ხო, თქვენ ხართ სს  ბანკის მოვალე და ყოველთვიურად უნდა დაგიკავდეთ ხელფასიდან 50%, რაც ბანკის სასარგებლოდ იქნება გადახდილი და თქვენი ვალიც ეტაპობრივად დაიფარება, მაგრამ თუ გაქვთ შესაძ... - მოვალემ შემაწყვეტინა საუბარი
- .....
- დიხა, ჩვენ გვაქვს უფლება კანონით მონიჭებული, რომ თქვენს ანგარიშებს დავადოთ ყადაღა, შეგიყვანოთ მოვალეთა რეესტრში, მოვიძიოთ და დავაყადაღოთ თქვენი უძრავ-მოძრავი ქონ...
- .....
- გასაგებია, რომ თქვენს სახელზე არაფერი ფიქსირდება, მე უბრალოდ პროცედურებს გიხსნით....
- ....
- ბატონო კახა რატომ მეჩხუბებით? ჩემს გამო აიღეთ ვალი, მე დავხარჯე და თქვენ გახდევინებთ თუ მე რა შუაში ვარ თქვენს ვალთან? - ცოტა გავბრაზდი მოვალის 10 წუთიან უტაქტო მონოლოგზე.
- ....
- მერე დაანებეთ სამსახურს თავი,ეგ ჩემი სადარდო არ არის,  ვალი ვალად დაგრჩებათ ...
- ....
- კარგად იყავით.  - გაბრაზებით დავაგდე მობილური მაგიდაზე - ამ დილაადრიან არ მომიშალა ნერვებიი? ვითომ ჩემს ვალს ისტუმრებდეს ისე მეჩხუბა
- ეგ კარგი იციან, ვალს აიღებენ და იმას, რომ გასტუმრება უნდა ეგ უკვე აღარ მოწონთ - თქვა ნინომ
-  კარგი, მესმის როცა თავდებები არიან და სხვის ვალებს ისტუმრებენ, მაგრამ როცა შენი პირადი ვალია მე რა შუაში ვარ? ან მაშინაც რა შუაში ვარ როცა თავდები მეჩხუბება? ზოგი ისეთი ზრდილობიანია, ისე გაგებით რეკავს, პრობლემა არ აქვს, იხდის ჩვეულებრივად, ზოგი კი ისე გამოგეკიდება გაგაოცებს.
- რას ვიზამთ ასეთი სამსახური გვაქვს ხატი, მაგრამ მე წავიკითხე, რომ ვალის გადაუხდელობა არის ცოდვა, ხოდა ანუ ჩვენ მათ ვეხმარებით ცოდვის დაძლევაში. - ირო მისებურად მშვიდად და მიამიტურად მიხსნიდა მედლის მეორე მხარეს.
- ვაა, რა მითხარი ეს - გამეცინა - ხედავთ, გოგოებოო მე და ირო რა საქმეს ვაკეთებთ?
ოთხივეს გაგვეცინა ამ ახალ აღმოჩენაზე.

ხო შეიძლება ვალის გადაუხდელობა ცოდვაა, ჩვენც შეიძლება მართლა ვეხმარებით, მაგრამ ძალიან მინდა ჩვენს ქვეყანაში ნაკლები ვალის მქონე პიროვნება იყოს, მინდა ჰქონდეთ ყველას სტაბილური შემოსავალი, რაც იმას განაპირობებს, რომ ნაკლები პრობლემატური სესხი იქნება და ყველა ბედნიერად იცხოვრებს... მე და ირო თანახმანი ვართ უმუშევრები დავრჩეთ თუნდაც ყველამ გაისტუმროს ვალი, მერე როგორ დავიჯერო ორ "უმუშევარს" სამსახური სხვა როგორ არ გამოგვიჩნდება ქვეყანა ისე თუ განვითარდა და გაეზარდა ეკონომიკური სვლა, რომ ჩვენ ვერ დავსაქმდეთ :) მინდა ირგვლივ ბედნიერბა სუფევდეს, ნკლები პრობლემები ჰქონდეთ ადამიანებს და ისედაც მიზერული ხელფასიდან 50%-ს აღარ ვუკავებდეთ, მინდა, რომ სახლები ასე მარტივად არ იყიდებოდეს აუქციონზე და ყველას შეეძლოს თავიანთი სახლების დახსნა ან საერთოდ არ დაჭირდეთ იპოთეკური სესხები, მოკლედ ბევრი ოცნებები მაქვს და მინდა, რომ სანამ ჩემი ოცნებები ახდება ყველამ იფრთხილოთ ვალის აღებისას, ყველა თქვენი შემოსავალი აწონ - დაწონოთ, რისკები გათვალოთ და რაღაცის იმედად ნუ აიღებთ დიდ სესხს, ისიც თუ საჭიროება არ მოითხოვს, რემონტის, ქორწილის, ტანსაცმლის და ასეთი რაღაცეების გამო სახლს ნუ დააიპოთეკებთ, ხომ გაგიაგიათ "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო", გადაწყვეტილება ყოველთვის დიდი ფიქრის შემდეგ მიიღეთ და თუ საჭიროება მოითხოვს მიმართეთ იურისტს, სჯობს თავიდან გადაიხადოთ თუნდაც 20 ლარი, ვიდრე თქვენი დაუფიქრებლობა სახლის ფასად ან ისედაც მიზერული ხელფასის ნახევრად დაგიჯდეთ.

ყველას ბედნიერაბას, ნაკლებ ვალს და პრობლემებს გისურვებთ.






5 comments:

  1. ვაიმე, ხატია, გული დამიმძიმდა. :(

    ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, ძალიან :(

    ალბათ გასტუმრება იოლი ჰქონიათ და ამიტომ დაუფიქრებლად იღებენ :((( რამდენი გაჭირვებულია, ვისაც ამ ვალებით ქვა აღმართში მიეწევა.

    ღმერთო, დაიფარე ჩვენი ხალხი!

    ირინამ ამიხსნა, რომელია თქვენი შენობა. ადრე ღია ყვითელი ფასადი ჰქონდა. ახლაც ასეა? :)

    რამდენჯერ ჩამივლია მანდ სტუდენტობის დროს :) და რაც მთავარია, ჩემი სახლი, სადაც დავიბადე, ზუსტად მაგ უბანში იყო.

    20 წუთი შესვენება რა ცოტაა :) მაგრამ როცა ადამიანს პასუხისმგებლობა გაქვს, რას იზამ :) ვხედავ, რომ გულგრილად ვერ უყურებთ მომლოდინე გაჭირვებულ ადამიანებს. რამდენჯერ ალბათ ჭამის სურვილიც არ გქონიათ მათი პრობლემების შემხედვარეს.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, თავიდან ძალიან მიჭირდა მუშაობა ყველას გაჭირვება გულთან მიმქონდა და ბევრჯერ ვტიროდი კიდეც, მერე ხომ იცი ყველაფერმა შეჩვევა იცის და მეც შევეჩვიე... მართლაც რთულია, როცა ადამიანს ვალი აქვს იმიტომ რომ ან შვილის ან საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ბევრს აქვს უაზრო ვალები რაც უფრო მაღიზიანებს...
      ხო 20 წუთი ცოტაა, ხან ნახევარი საათითაც ვისვენებთ, მაგრამ როცა საქმე ბევრია გული ვერ ჩერდება :)
      ჩვენი შენობა ეხლა ღია სალათისფერია თითქოს :)
      ხო სტუდენტობისას მეც ბევრჯერ ჩამივლია, მაშჲნ უკვე აქ იურდიული კომპანია იყო და ვფიქრობდი ნეტა აქ ოდესმე თუ ვიმუშავებთქო და მალე ამიხდა ეს ოცნება :)
      მართლაც, ღმერთო შენ დაიფარე ქართველი ერი ყველა გაჭირვებისაგან. ამინ !

      Delete
  2. რთულია ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე დარჩენა, ზოგჯერ ეს მძიმე განაჩენივითაა, მძიმე მოსასმენი და რათქმაუნდა მძიმე მისატანია ასეთი ამბავი , ამიტომ დიდი დაკვირვებაა საჭირო.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ირო, დიდი დაკირვება, მაგრამ შენ მაინც იცი როგორ არ უკვირდება ბევრი, პრაქტიკამ ეს ბევრჯერ დაგვანახა :(

      Delete
    2. არა, საძინებლის და სახლის ამბავი იყო მაგარი. :)
      რადგან იოლად და ბევრგან სთავაზობენ სესხებს, ალბათ იოლი ჰგონიათ.

      Delete