Friday, July 18, 2014

ჩემი მეჯვარე

ჩემი მეჯვარე ბელა ბუნერიდია.
მას 20 წელია ვიცნობ. ჩვენ კლასელები ვართ. დედაჩემი მეუბნება, რომ პირველივე კლასიდან ვემეგობრებოდი, მე უფრო აქტიურად მეხუთე კლასიდან მახსოვს ჩვენი ურთიერთობები :)
1 სექტემბერი, როცა ჯგუფში შევედი და აღმოვაჩინე, რომ მე და ბელას ერთნაირი ჩანთები გვქონდა, გამიხარდა და ვეუბნები "აი, ხო ხედავ დაქალები, რომ ვართ საერთო გემოვნებაც გვაქვსთქო" :)
მერე როცა შეიძლებოდა ერთად ვიჯექით პირველ მერხზე. თუმცა ბელა მუდამ პირველ მერხზე იჯდა, მე მივუსკუპდებოდი ხოლმე :)
პუტკუნა იყო, აი ძალიან პუტკუნა, მე კიდე ჩხირი :)
მახსოვს ზაფხულის არდადეგებზე ვესტუმრე და ვეღარ ვიცანი, ჩემი რეაქცია იყო:
- ბელაა, სად წავიდა შენი ლოყებიი? - და ლოყებზე დავუწყე ფერება :)
მერვე კლასში ის სუსტი დაგვიბრუნდა.
ჩვენ უკვე თამამად ვიჯექით პირველ მერხზე, უკვე აღარ ვექვემდებარებოდით დამრიგებლის მიერ არჩეულ წყვილებთან ჯდომას :)
ამასობაში ბელას დავაქრვით ბეკო :) და ჩემი ბელა გახდა ჩემი ბეკო :)
უკვე ვქალიშვილობთ და ვიპრანჭებით დავსეირნობთ დერეფნებში და ვეპრანჭებით უფროს კლასელებს :) გიგას გვანცას ვარქმევთ, ნოდარს ნონას და ა.შ. :)
ბეკო ფრიადოსანია, მე მიჭირის ზოგ საგანში და ოთხები მყვება, ამიტომ ის მეხმარება ხოლმე :)
ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრს შურდა ჩვენი მყარი მეგობრობის ამიტომ სხვადასხვა ინტრიგებს ხლართავდნენ, მაგრამ გავუძელით იმ პატარა ასაკში, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯეროდა, გვეტყობოდა რაა, ჭკვიანები რომ ვიყავით, ვგრძნობდით ინტრიგებს (პ.ს. როგორ ვიქებ თავს ) :) :) :)  და ერთმანეთს ძაააალიან ვენდობოდით.
მეცხრე კლასში პირველად დავრჩი მასთან, უუფს რა კარგი იყო :) რამდენი ვიხალისეთ იმ ღამეს :) მერე და მერე ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მასთან.
მერე მე კოლეჯში გადავედი სასწავლებლად, ცოტა იმ პერიოდში ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს ხშირად თუმცა ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია, მაშინ სახლის ტელეფონებზე ვეკონტაქტებოდით ერთამნეთს (ისე ეხლა რა იშვიათად ვიყენებთ სახლის ტელეფონებს? :))  ).
2005 წელს ბეკო სტუდენტი გახდა. უფასოზე ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
2006 წელს მეც მივყევი თბილისში.
უფს კარგი იყო, ხშირად ვსტუმრობდი სახლში, ხანდახან კვირაობით ვრჩებოდი. იზუკა დეიდას მოდუღებულ ყავაზე ვგიჟდებიი, (პ.ს. დიდი ხანია არ დამილევია). ხანდახან სულ მარტოები ვიყავით როცა იზუკა ქუთაისში იყო.
მახსოვს ჩემი დაბადების დღე, როცა მე, ბეკომ, ეკომ და თეკომ ბეკოსთან სახლში ავღნიშნეთ, უფროსწორად გავაცილეთ ჩემი ძველი წელი 12 მაისს და იმ ღამეს შევხდით ჩემს ახალ წელს :)  ეკომ ტორტი მომართვა დაქალების სახელით, თან მიმღეროდნენ და სურვილის ჩაფიქრებას არ მაცდიდნენ :)  სანთლები ჩავაქვრეთ. სასაცილო იყო ის, რომ პირველად შევწვით ქათამი, ხოდა დავაკელით შეწვა, მერე განმეორებით შევწვით :) ჭვიშტარი გავაკეთეთ, მაგრამ არც ის გამოგვივიდა კარგად :) მაგრამ მთავარია, მაგრად გავერთეთ, ღამე ლაპარაკში გადავათენეთ, გავიხსენეთ იმთის, ამთის :) :).
ჩემთანაც ხშირად ვიკრიბებოდით ქუთაისში, მამიკო იძახდა ამდენ გოგოებს რა დაათხოვებს, რა გაამზითვებსო, მაგრამ ნელნელა დავიწყეთ დაფრთიანება :)
ჯერ ეკო გათხოვდა
მერე მე :)
ეხლა კი ჩემი "ბუნე" მიბედნიერდება
იცით, როგორ ვარ? თითქოს ვეგოისტობ :) არა იმიტომ კი არა რომ მიბედნიერდება, არა უბრალოდ მასთან ამ ბედნიერ წუთებში აქტიურ დროს ვერ ვატარებ, ვერ ვიზიარებ ყველაფერს ისე როგორც მე მინდა :) იმიტომ, რომ ის თბილისშია, მე კიდე ქუთაისში, თუმცა რაღაცეებს ვეხმარები თითქოს :) ეს მახარებს, მსიამოვნებს. მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყოს, რადგან ის ჩემთვის დასავითაა, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, ერთმანეთს შევეზარდეთ, უხმოდ გვესმის ერთმანეთის, თან ბუნე ხომ ჩემი შვილიკოს ნათლიაა?
მჯერა, ჩვენი ურთიერთობები უფრო და უფრო გაღრმავდება, ჩვენი ოცნებები ახდება, ჩვენს შვილებს მოვუყვებით ბევრ ამბებს, ბევრს ვიხალისებთ ერთად ისევ და ისევ ოღონდ უკვე ჩვენს ოჯახებთან ერთად :)

ბუნეე ძალიან მიყვარხარ, ბედნიერებას გისურვებთ შენ და უჩას :*



4 comments:

  1. ხატი, მეც მყავს ასეთი მეგობარი, რომელსაც მაშინ შევხვდი, როცა სკოლაშ შევედი და მის მერე ერთად ვართ, შენმა ამბავმა ჩემი ამბავი გამახსენა .
    შენს ბელას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ და თქვენს ყველას ერთად .

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ირო, ჩემთვის ბეკო დასავითაა :) ალბათ ყველას ყავს ერთი ასეთი მეგობარი, რომელსაც ასე პატარაობიდან იცნობს და მეგობრობს :*

      Delete
  2. თქვენ მართლაც საუკეთესოები იყავით კლასში, სწავლით მეგობრობით და რაც მთავარია გქონდათ სუფთა და წმინდა ბუნება.
    ბეკოს ვუსურვებ ბედნიერებას და ღვთის წყალობას. თქვენ ყველანი იმსახურებთ ბედნიერებაას.

    ReplyDelete
    Replies
    1. გაიხარე ნინო. შენც ყველაფერი საუკეთესო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად :*

      Delete