Monday, July 21, 2014

ქართული ქელეხი

ტრადიცია გარკვეული სოციალური ჯგუფის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობისთვის გადაცემული ადათები, წესები და ქცევის ნორმებია. ერთერთი ქართული ტრადიცია არის ქართული ქელეხი, რომელიც საუკუნეებია არსებობს ქართულ სინამდვილეში. მან ამ საუკუნეების მანძილზე იცვალა სახე და ეხლა მე თუ მკითხვთ (ჩემი სუბიექტური აზრია და თავს არავის ვახვევ) უფრო მარაზმია ვიდრე ქელეხი.

ადრე, ქელეხის სუფრა სამარხო იყო და სუფრაზე იწვევდნენ იმ სტუმრებს, რომლებიც შორი გზიდან იყვნენ მოსულები. ეხლა კი რას ვხდეავთ? ქელეხის სუფრაა თუ ქორწილის ვერ გაიგებ. რაც უფრო მდიდარია ოჯახი მით უფრო ძვირადღირებული პროდუქტებითაა გადავსებული მაგიდა. ჭირისუფალი ძირითადად იმაზე ფიქრობს სტუმრებს როგორ გაუმასპინძლდეს, გოგიას გასვენებაში, რო სუფრა იყო იმაზე უკეთესი რადგან მის ოჯახს არ შეეფერება ცუდი პურმარილი და ა.შ. ხალხს როგორ ათქმევინებს ცუდს მის ოჯახზე და იღებს ვალებს, არ აკლია პურმარილს ჩიტის რძეც და მომავალში ინტერესდება ხალხი ხო იყო კმაყოფილი და თუ თქვეს "აა, ეს იყო სუფრაა! არა აკლდა არაფერი".

შეიძლება ვინმეს ეწყინოს ჩემი ჩანაწერი და თქვას, თუ არ მოგწონს იყავი მანდო. დიახაც ვარ, არც გასვენებებში დავდივარ. ქართული ქელეხი ერთ დროს მეც მისაღები მეგონა, რადგან პატარა ვიყავი და მიხაროდა ლიმონათების დალევა, როგორც ყველა ბავშვს :), მაგრამ როცა ჩემი ნათესავი ახალგზარდა ბიჭი მოკლეს ტყუილუბრალოდ, თან შოთა ბიძიაც მოყვა ამ გაუგებრობაში და მამა-შვილი ერთად მოასვენეს, როცა მთელი უბანი, მთელი ქალაქი ამ ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა, უცებ დაკრძალვიდან 15 წუთში სუფრაზე ატყდა რაწკა-რუწკი ჩანგლების, ითხოვდნენ ყველაფერს ის აკლია, ეს აკლია, იქნებ ცივი ლიმონათი გქონდეთ? აუ, მსხილის ხომ არ იქნება? და მრავალი სხვა. აი, მაშინ მივხდი, რომ ამ "ქართული ტრადიციას" ჩემი სახით ერთი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. ასე მიყვა და მიყვა, რაც ასაკში შევდივარ, რაც უფრო მეტად ვგრძნობ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მით უფრო ანტიგანწყობა მიასმაგდება ქართული ქელეხის მიმართ.


გტკივა, გეწვის, გეტირება, ვერ იზიარებ, რომ ვეღარასოდეს ნახავ ამ ქვეყნად, ვერ ჩაეხუტები, ვერ ეტყვი შენს სათქმელს და მრავალი სხვა, ამაზე უნდა იფიქრო თუ იმაზე ვიღაც მეზობელი თუ ნაცნობი იტყვის თუ არა "უფს, რა პურმარილი იყო?!, რა ღვინო, სუფთა ნატური წვენი."

შემდეგ იწყება ზრუნვა ყველაზე საუკეთესო სასაფლაოს გაკეთების, ისეთ სასაფლაოებს წააწყდებით გაგიჟება შეიძლება, ერთზე მითხრეს სახლი გაყიდა, სადღაც 25 000 დოლარი დაუჯდაო. ერთმანეთის ჯიბრობა ქართველებს აქაც კარგად გვაქვს გათავისებული. იმას თუ 25 000 დაუჯდა, შენ 26 000 ხო უნდა დაგიჯდეს?

მერე მოდის ორმოცი, წლისთავის და ერთი ღიანცელი სუფრაზე.
ადამიანებს სუფრა უფრო აინტერესებთ, ვიდრე სასაფლაოზე მისვლა და მიცვალებულის დაფასება.

აი, სულ ახლახანს ჩემი ბიძაშვილის წლისთავი იყო. ბებიამ სასაფლაოზე ვიცდიდით, ვიღაცას ველოდით, უთქვამს სასაფლაოზე გამოვალო, მერე რომ დაურეკავთ, "რატომ გაგვიანდებაო?" ასე უთქვამს "პირდაპირ სუფრაზე მივალო?!" ანუ მისთვის სუფრა უფრო მნიშვნელოვანი იყო, და არა მიცვალებულის დაფასება. 

მინდა, რომ იშვიათად მიდიოდნენ ამ ქვეყნიდნან უდროოდ, მინდა სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ბედნიერება უფრო მეტად გამეფდეს. 

ყველა მიცვალებული ღმერთმა ნათელში ამყოფოს.




No comments:

Post a Comment