Thursday, July 10, 2014

სიცოცხლის ხელყოფა

ძალიან მოხშირდა ადამიანების მკვლელობა, დღე არ გავა რომ არ გავიგონო ქმარმა ცოლი მოკლა, მეზოელმა მეზობელი, შვილმა დედა და ა.შ. არა ეს არ არის ნორმალურობა, მაგრამ არც ისაა ნორმალურობა აბორტს ადამიანის მკვლელობად რომ არ აღიქვამს ძალიან ბევრი ადამიანი. ამასიწინ ორი ქალის საუბარს მოვუსმინე, ისე საუბრობდა ერთი აბორტებზე ვითომც აქ არაფერი, მათ მცირე დიალოგს წარმოგიდგენთ:

- ქალო, რაფერ გაძვირებულა აბორტი, 150 ლარი ღირს თურმე, რა ამბავია. - ეძვირებოდა "შვილის მოკვალში" გადახდილი ფული, (პ.ს. მერე კი რო რამე მოხდეს მაგალითად შვილი გაუხდეს მძიმე ავად იტყვის "ღმერთო რა დაგიშავეო ?! " ცოდოა ის ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რომ აბორტი შვილის მკვლელობაა.
- უი მართლაა? დღითდღე ძვირდება ყველაფერი, ექიმთან ვერ მიხვალ უნდა მოკვდე ადამიანი. - დაიწუწუნა მეორე ქალმა - ქალო, ის თუ იცი ნუგზარიას რა დაემართა? დეიღუპა და ამოვარდა კაცი...
- რა მოუვიდა ქალო? - შეშფოთდა მეორე
- რა და ერთადერთი ბიჭი მოუკლეს გაზოვებსას აბაა, - ხელი ჩაიქნია და თავი დანანებით დააქნია
- უიი, ქალოო, რას მეუბნებიიი - შეიცხადა მეორემ, - დედა, დედა, ამოვარდნილან და დაღუპულან ქალო. დედამისს კი ვიცნობდი, ერთხელ ერთად გავიკეთეთ აბორტი - (პ.ს აქაც "აბორტია" ხსენებაში) - ასე მითხრა ჩემი ბიჭი ისე მიყვარს სხვას მის სიყვარულს ვერ გავუნაწილებო. ეჰ, საწყლები, გასვენება როდისაა?
- სამშაბათს...
მერე მათი ავტობუსი მოვიდა და მათ ერთობ ჩამაფიქრებელ საუბარს ვეღარ მოვუსმინე თუმცა მე კი დავრჩი ჩაფიქრებული, განსაკუთრებით ბოლო  სიტყვებზე, რომ თურმე დედა იმიტომ "კლავდა სხვა" შვილს, რომ პირველი შვილის სიყვარულს სხვა შვილს ვერ გაუნაწილებდა, ვერ გაუყოფდა?! ვაიმეე... და ეხლა ნეტა რას ამბობს? რას ტირის? ალბათ" რა დაგიშავეო ღმერთოოო", ტირის. წყევლის და კრულავს მისი შვილის მკვლელს, თუმცა იმას ვერ ხვდება რომ თვითონაა მისი ერთადერთი და საყვარელი შვილის ირიბი მკვლელი.

პ.ს. არვიცი ამ ჩანაწერს ვინმე თუ წაიკითხავს, მაგრამ თუ ვინმე წაიკითხავს მინდა რომ ერთი რჩევა მივცე სანამ აბორტის გაკეთებას დააპირებს, წინ დაიყენეთ თქვენი შვილი თუ შვილი არ გყავთ დისშვილი, ძმისშვილი ვინმე პატარა ბავშვი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ხელებით ნაწილ ნაწილ ცოცხლად კუწავთ თქვენს ცოცხალ შვილს,წარმოიდგინეთ თუ რა ტკივილს მიაყენებთ თქვენს წინ მდგომ შვილს, წარმოიდგინეთ? მაშინ ისიც გაიაზრეთ, რომ თქვენს მუცელში მყოფიც ცოცხალია, ის თქვენი შვილია და რომ გააჩენთ ისევე გეყვარებათ როგორც სხვა შვილები თუ შვილი, მას ისევე ტკივა ისევე გრძნობს როგორც თქვენი წინ მდგომი შვილი იგრძნობდა და ეტკინებოდა როცა მას ნაწილ ნაწილ აკუწავდით.
შეიყვარეთ თქვენი მუცლად მყოფი შვილები, რადგან აბორტი ეს იგივე მკვლელობაა, თან ამქვეყნად ყველაზე დიდი და საზარელი მკვლელობა როცა დედა თავისი ნებით კლავს შვილებს და შემდეგ კი გვიკვირს როცა ჩვენს შვილებს თუ შვილიშვილებს რთული განსაცდელები დაატყდებათ თავს, გვახსოვდეს ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო. ვერიდოთ ადამიანთა კვლას გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული ხომ თვით ღმერთია.

2 comments:

  1. ხატი ზოგი სიამაყით ამბოობს ამდენი და ამდენი აბორტი გავიკეთეო. ცოტახნის უკან ექიმთან ვიყავი ჩემ რიგს ველოდებოდი ამ დროს კლინიკის კარები გაიხო და შემოვიდა ორი ქალი ერთი გაბრაზებული სახით მეორე კი ცოტა შეშინებული სახით. გაბრაზებულ სახიანი ქალი ექიმს ეხვერწებოდა უნდა მიშველოო ამას რო გაიგებს ჩემი შვილი სულერთია მოკლავსოო. ეხლა დავინტერესდი ამ ქალებით და როცა გავიგე რაც ხდებოდა შოკში ჩავარდი რძალ დედამთილი ყოფილან და რძალი მალავდა ორსულობას და დედამთილი ამ ამბით გაგიჟებული იყოო სულ ერთია ჩემი შვილი როგაიგებს ამ აბავს მოკლავს ამ საცოდავსოო და ძალით გააკეთებინა აბორტი საკუთარი შვილიშვილი მოკლაა.ორი შვილი ყოლია და მესამე ზედმეტიაო ასე თქვა ჩემმა შვილმაოო ... არ ვიცი როდის დადგება ის დრო როდესაც სიტყვა აბორტი აღარ იარსებებს საზოგადოებაში.....

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაიმეე ნინო დამბურძგლაა... რამხელა ცოდვაა ამას ვერ ხვდებიან, ღმერთო დაიფარე ყველა დედა და გამოაფხიზლე ...

      Delete