Monday, December 29, 2014

ჩემი გატაცება - ჩემი სუვენირები

და
შეპირებული ბლოგ-პოსტი

ჩვენს ოფისში სიწყნარე იყო. მე რაღაც ჩემთვის საინტერესოს ვკიტხულობდი, რომ უცებ ირო მომიბრუნდა და მეუბნება:
-ხატიი, ნახეე. თინის რა კარგი პოსტი დაუწერია მის შარფებზე -და ორივემ დავიწყეთ მისი თვალიერება და ვიყავით აღფრთოვანებულები.
ამის შემდგე გაჩნდა იდეა, რომ ირო დაპოსტავდა მის საყვარელ აქსექსუარზე - საყურეებზე.
თინის და იროს პოსტების შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მეც გამეზიარებინა ჩემი გატაცების, ჰობის შესახებ და ესენია პატარა ზომის სუვნირები :)

     ეს პირველი სუვენირია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს კოლექციას. მახსოვს 9 კლაისის გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მე და დედამ ე.წ. "პაძემკაში" გავისეირნეთ და სუვენირების მაღაზიაში შევედით, სადაც დედიკომ მიყიდა ეს პატარა ფაიფურის ტუფლები :) მერე მას მოჰყვა სხვა დანარჩენი: ჩაიდანი, სარძევე, საშაქრე, გულები და ა.შ.

დედიკოს ნაჩუქარი "რუფინუ" და სტუდენტობისას შეძენილი სვანის ქუდი:


იტალიიდან გამოგზვანილი ირმა ნათლიას საჩუქარი:

ასევე იტალიიდან კვატების ოჯახი
     იტალიიდან მთელი რუდუნებით ჩემამდე მოტანილი იაპონელი კაცუნები, რომლებიც სათითაოდ იყო შეფუთული და ირმა ნათლიას მიერ ყველა იყო გაფრთხილებული, რომ ფრთხილად მოეტანათ ჩემამდე. როდესაც ირმა ნათლიას დამ გადმომცა ყუთი და გავხსენი, გადაირია :) ამის გამო ატყდა ამდენი ამბებიო? :)

    სამწუხაროდ, ფოტო არ დამრჩა იმ ორი კანადური ბურთის, რომელიც რაღაც მისტიურ კავშირშია თითქოს ჩემს სიყვარულთან :) მახსოვს მე და ჩემი მეუღლე (მაშინ თაყვანისმცემელი:) ) ერთად მოვდიოდით, ის კიდე ამ ორ ბურთულას ათამაშებდა, მე მომეწონა რადგან ორივე ლამაზ ჟღერადობას გამოსცემდა. დამშვიდობებისას მითხრა:
-აი, აიღე ორივეს გჩუქნი...
მე ერთი ავიღე, მეორე კი დავუბრუნე და ვუთხარი:
-თუ ოდესმე ერთად ვიქნებით მაშინ შევაერთოთ, ერთი შენ გქონდეს და მეორე მე - და დავემშვიდოებე :) მერე მეუბნებოდა მაგ სიტყვებმა ძალიან დიდი  სტიმული მომცაო :) სამწუხაროდ, ვერცერთი გავუფრთხილდით ჩვენს ბურთებს ორივე ჩვენმა დისშვილ-ძმისშვილმა გაგვიტეხეს :) 

ჩემი კოლექცია ძირითადად მეგობრების მიერ ნაჩუქარი სუვენირბითაა შევსებული, მაგრამ აქტიურად პაწუკა სუვენირებით ჩემი მამიკო მანებივრებს :) თუ სადმე ნახა, ან გაიგო ვინმეს აქვს პაწუა სუვენირები ყველაფერს მიზიდავს და მიგროვებს :)

ჩემი კოლექცია ჩემს ქორწილზე ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოხვდა :)

შოტლანდიიდან და ირლანდიიდან ჩამოტანილი თეოს ნაჩუქარი სუვენირები
მამიკოს ნაჩუქარია წინ რომ გოგო ზის წიგნით ხელში, შენ ხარ მუდამ ასეო :)
ბალერინა გოგოები კი თეაკომ და ბეკომ მაჩუქეს ღრმა ბავშვობაში :)
 ფეხსაცმელების გამოფენა :)

ნათულიკას ნაჩუქარი ცხვარუკა :)
ირმუშკა დეიდას ნაჩუქარი ზღარბი :)
ჩემი პატარა ლამპა :)
ირმა ნათლიას მიერ სათუთად ჩამოტანილი ფაიფურსი მინიატურა ზარდახშები იტალიიდან:
მამიკოს ნაჩუქარი კოლექცია, მისი მეგობრების მიერ გაკეთებული:
 ჩემი მირზუკას და ნინო დეიდას ნაჩუქარი პატარა წიგნები:
 
სულ ბოლო სუვენირი, ნიღაბი, ამერიკიდან, ნინო დეიდამ გამომიგზავნა:
ყველა ერთად, თუმცა ჩემი პატარა შვილის გამო ყუთებშია სხვა დანარჩენი შენახული, ამიტომ სრულად ვერ წარმოვადგინე ჩემი საყვარელი სუვანირები :)



6 comments:

  1. ხატია, მადლობა ასეთი საინტერესო გაგრძელებისთვის.

    რა კარგი ჰობი გქონია! როგორი დახვეწილი და ფაქიზი სუვენირებია. ყველა ძალიან მომეწონა.

    კვატების ოჯახი და იაპონელი ბიჭუნები ძალიან საყვარლებია. ჰოლანდიურ ქოშებს გულგრილად ისედაც ვერ ვუყურებ! :)

    რა ლამაზი ხარ ქორწილის ფოტოზე! :) სუვენირებიც ძალიან ლამაზად გიწყვია.

    რა კარგად მოგიფიქრებიათ ბურთების გაცვლა, მაგრამ ბავშვები ... რას გაცლიან :) :)

    მინი ზარდახშებიც ულამაზესია, ერთი განსაკუთრებით, მარაოსავით გაშლილი რომაა.

    მინი-ლამპაც ძალიან რომანტიკული და საყვარელია.

    ძალიან ვისიამოვნე :) კარგ დღესასწაულებს გისურვებ! :) სახლის მორთვა საახალწლოდ მემგონი აღარ დაგჭირდება, ისეთი სილამაზეები გაქვს მუდმივ ექსპოზიციაზე! :)

    ReplyDelete
    Replies
    1. თინიი, მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
      ეს სუვენირები ყველა ძვირფასია ამიტომ ძალიან ვუფრთხილდები :)
      ყველა ვერ გამოვფინე, რადგან ბევრი უფრო მცირე ზომების შენახული მაქვს, ჩემი შვილის გამო :))
      შენც ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებ 2015 წელი ყოველივე კარგის მომტანი გქონოდეს :))

      Delete
    2. მადლობა :) კარგი წელი გვქონოდეს! :)

      Delete
  2. ხატი ძალიან ლამაზია შენი კოლექცია და პირველ რიგში შენი ხასიათი კარგად ჩანს ამ ყველაფერში,
    შენი მიზანდასახულობა, ფაქიზი ბუნება, რამაც განაპირობა ასეთი პატარა და საყვარელი ნივთების შეგროვება, ადამიანების სიყვარული, რადგან ბევრი მათგანი ძირითადად ნაჩუქარია, შენ კი მათ, ასე სათუთად ინახავ და უფრთხილდები.

    ReplyDelete
    Replies
    1. იროოო, ჩემო თბილო ირინოლა :* მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის :))

      Delete