Tuesday, December 9, 2014

სირაქლემის რეფლექსი



სირაქლემის რეფლექსი
ძნელია, როცა ვინმეს ეუბნები და უმტკიცებ, რომ ბედნიერებას უბედურება სჯობს, რატომ? იმიტომ რომ როცა უბედური ხარ არავის შურს შენი... სუსტი არგუმენტია ფაქტის დასადასტურებლად, მაგრამ თუ ეს არგუმენტი გაჭრის, მერე შინაგანი ჩუმი საფიქრალი გტანჯავს თუ რა უსუსურები ვართ ადამიანები. ვიჯერებთ აბსურდულ განმარტებებს და ამით ვიმშვიდებთ თავს, გულს, ფიქრებს და მოგვწონს „სირაქლემის როლში“ ყოფნა... ისე ეს კარგი რამ ვისწავლეთ, თორე ალბათ ყველაფერი ისე, რომ მივიღოთ რაც სინამდვილეშია წამითაც ვერ გაძლებდა ჩვენი გული...
ეს უფალმა იცის, იცის თუ რამდენი, როგორი სახის განსაცდელისა თუ სიხარულის დატევება შეგვიძლია და ისე გვივლენს...
ხანდახან მეც მინდა - „სირაქლემის როლი“ მოვირგო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის, ალბათ ჩემზე მოწეული განსაცდელების გადატანა ძალმიძმს, შემიძლია გავუძლო თითოეულ დარტყმას და ამიტომაც არ გამომიმუშავდა „სირაქლემის რეფლექსი“... არადა, მე მთელი მონდომებით ვცდილობ სხვებს გამოვამუშავებინო „სირაქლემის რეფლექსი“, ხანდახან გამომდის კიდეც... :)


3 comments:

  1. ზოგჯერ როგორი მომენტია ყველაფრით იღლები , არ მინდა სირაქლემის პიზიციას არჩევა, მირჩევნია რეალობას თვალებში ჩავხედო.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ირო, მირჩევნია რეალობით ვიცხოვრო, თუმცა ხანდახან მიფიქრია კარგი იქნებოდა "სირაქლემის რეფლექსიც" :) რადგან რეალობა ამ ბოლო დროს ძალიან გართულდა, გამუქდა...

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete