Friday, December 12, 2014

მარტოხელა დედა გმირი თუ?

ერთი ისტორია მომიყვა ჩემმა ახლობელმა, გავოცდი, ამეტირა...
ერთ გოგოს შვილის აყვანა სურდა, შვილის აყვანის რიგშიც იდგა, თავის რიგს ელოდა მოთმინებით, თუმცა სხვა ძალებსაც არ იშურებდა...
დაურეკეს და უთხრეს, ერთი გოგო საკუთარ შვილზე უარს ამბობდა, რადგან არავინ იცოდა შვილს, რომ ელოდებოდა და ეშინოდა ოჯახს არ გაერიყა, ამიტომ საკუთარ შვილზე ამბობდა უარს...
რა თქმა უნდა, წამოიყვანა... ძლივს დააშორა დედა-შვილი ერთმანეთს... არასდროს ამოუვა მას ეს სცენა თვალებიდან, ისევე როგორც დედა ვერ დაივიწყებს შვილს, რომელიც "ხალხი რას იტყვის" გამო "გაწირა, შეელია"... ვერ აღმოჩნდა ძლიერი, რომ ყოფილიყო "მარტოხელა დედა"...

მარტოხელა დედობა დღეს საქართველოში ძალიან ძნელია...ალბათ იტყვით რატომო? რატომ? აა, ალბათ თქვენ ვერ გამიგეთ, მარტოხელა დედაში მე ვგულისხმობ იმ გმირ დედებს, რომლებმაც არ მიაქციეს არავის ყურადღება და შვილები გააჩინეს, რის გამოც ისინი გარიყა ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და მოკლედ ყველამ... მათ უწევთ თავშესაფრებში ცხოვრება და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არიან...

და რისთვის ასეთი გარიყვა? იმიტომ რომ მან ქმრის გარეშე შვილი გააჩინა? ახალი სიცოცხლე მოავლინა? რატომ ასეთი უგულობა? იმიტომ, რომ შეგარცხვინა, ცუდად მოიქცა? ოჯახს სახელი გაუტეხა? მოიცათ და რატომ შეაგრცხვინათ? რატომ გაგიტეხათ სახელი? იმიტომ, რომ შვილი გააჩინა? აბა აბორტი ჯობდა? შვილის მკვლელობა? სამწუხაროდ, გამიგია შემთხვევები, როდესაც დედებს მიჰყავთ შვილები აბორტის გასაკეთებლად, ანუ ისინი კლავენ თავიანთ შვილიშვილებს, ცხოვრებას უმახინჯებენ საკუთარ შვილს და ამის მერე უკვირთ რატომ არ არიან ბედნიერები?! ბედნიერება სხვის უბედურებაზე, მითუმეტეს შვილის და შვილიშვილის გაუბედურებით, არ შენდება... ხო ძნელია, გაიზარო, გაიზრო, რომ შენი შვილი შვილს "ისე აჩენს" (როგორც ხალხი ამბობს), მაგრამ მერე რაა? მიიღე, შეიყვარე, ნუ აყვები სხვების აზრს და იყავი ბედნიერი შენი შვილის ბედნიერებით თუ მას უნდა, რომ ჰყავდეს შვილი...

არა, არა, გამეცინა ეხლა, ოღონდ სიმწირსგან, რატომ? ხო, გამახსენდა, როცა შვილი ვინმეს, გალახავს, მოკლავს, გააუბედურებს და ა.შ. (ვითომ ეს არ არის ოჯახის სახელის გატეხვა, შერცხვენა...) საუკეთესო ადვოკატებს დაუქირავებთ, სასამართლოები გულშემატკივრებით გაივსება... ატირებული ეკლესიაში გაიქცევი, ცრემლებად დაიღვრები დედა ღვთისას ხატის წინაშე, ყველაფერს იზამ, რომ შვილი გარეთ გამოუშვან, ციხეში არ ჩასვან, სასჯელი შეუმსუბუქდეს და ისეთ შვილს, რომელიც შვილს გააჩენს, რომელიც ახალ სიცოცხლეს, სუნთქვას მოავლენს ამქყვეყნად, ზურგს აქცევ, გარიყავ, არ მოიკითხავ... 

რატომ, რატომ ხდება ასე? ნუთუ ასე დავბრმავდით? ასე დაგვეხშო გულის კარები? ასე დავშორდით უფალს? როცა ერთს მოიძულებ, მაშინ მეორეს როგორ შეიყვარებ? თუ სიძულვილი შეგიძლია, თან ისეთი, რომ შვილს მოიძულებ შვილიშვილის გამო, მაშ შენ არ შეგძლებია არც არავის სიყვარული, არც მეუღლის, არც შვილის და შესაბამისად არც არავის...

6 comments:

  1. ხატი, მარტოხელა დედობა მართლა ძალიან ძნელია, ხო, არის შემთხვევა , როცა არასასურველია პატარა დედისთვის ან მისი ოჯახისთვის, თუმცა როგორ ტოვებენ მაინც ვერ ვხდები,
    მე ზუსტად ვიცი შვილს ვერ დავტოვებდი და მერე ცხვორებას ვერ გავაგძელებდი , ჩემი ცხოვრება იქნებოდა მასთნა დაკავშირებული და თუ მასზე ვინმე თუ იტყოდა უარს , მაშინ მას ჩემზეც უნდა ეთქვა უარი.
    როცა ხდება ისე, რომ მარტო რჩები , ვერ ქმნი ოჯახს , ვფიქრობ ჯობია შვილი უნდა გააჩინო , თუმცა ჩვენი საზოგადოება და არც რელიგია ამ საქციელს არ იწონებს.

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმბი ირო, არც ჩვენი რელიგია და არც ჩვენი საზოგადოება, მაგრამ როცა მასმედია ავრცელებს კადრებს, სადაც ახალ დაბადებული ბავშვები ხან სანაგაოზე არიან, ხან სად და კიდე ხან სად, მაშინ "ეს საზოგადოება" ხომ არის აღშფოთებული ? დედა ბავშვს ასე როგორ მოექცაო? მაგრამ ავიწყდებათ, რომ თავი და თავი თვითონ არიან... რაც შეეხება რელიგიას, მართალია ის არ იწონებს ამ საქციელს, მაგრამ არამგონი აბორტზე, შვილის მკვლელობას უფრო იწონებდეს... ამ ქყვეყნად ჩვენი მოვლინების მთავარი მიზანი შვილის ამ ქყვეყნად მოვლინებაა, ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხის მიმართ ასეთი სიმკაცრე მართებული არავისგან არ არის...

      Delete
  2. კი ხატი ქალი ან დედა ან დედაო უნდა გახდესო და თუ დედაო ვერ ხდები ესე იგი დედა უნდა იყო.
    ხატი შენ კი ბედნიერი დედა გამყოფოს ღმერთმა!

    ReplyDelete
    Replies
    1. იროოო მადლობაა და შენც მალე აგიხდეს შენი ოცნება :*

      Delete
  3. გული დამეწვა, ხატია, ამ ისტორიაზე. დედაშვილობაზე გულწრფელი და უანგარო სიყვარული არ არსებობს, ყოველთვის ასე მჯეროდა და ასეთი რაღაცები რომ მესმის, სულ გული მიკვდება ხოლმე.
    როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს ისე, რომ შვილი სხვას მისცეს. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი რამე და ყველა დედა-შვილი ერთად იყოს.

    მარტოხელა დედობა ძალიან ძნელი უნდა იყოს და მე თვითონ რაც დედა ვარ, ასეთებს კიდევ უფრო ვაფასებ, რადგან გვერდში მდგომი ქმარი არ ჰყავთ, ვინც გაამხნევებთ, დაამშვიდებთ და მაინც, უძლებენ ყველაფერს შვილების გულისთვის.

    რელიგია ყოველთვის წინააღმდეგია ქორწინების გარეშე კავშირების, მაგრამ როცა ადამიანს ძალიან უნდა შვილი, ვფიქრობ, ღმერთი ყველაზე კარგად გაუგებს, რადგან საბოლოოდ ღმერთი ყველა რელიგიურ დოგმაზე მაღლა დგას (ეს მხოლოდ ჩემი აზრია ბუნებრივია და შეიძლება ბევრი არ მეთანხმებოდეს).

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფიეე გეთანხმები, ღმერთი ყველა რელიგირ დოგმაზე მაღლა დგას და ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, როცა შვილი ახალი სიცოცხლე იბადება ვერ წარმომიდგენია ახალი სიცოცხლის მოვლინება ასე ცუდ რეაქციას იწვევდეს... მეც რაც შვილი მყავს მით უფრო ვაფასებ მარტოხელა დედებს ...

      Delete